From Wikipedia, the free encyclopedia
ჰომოლოგიური (ბერძ. ὅμοιος — მაგვარი, მსგავსი; ბერძ. λογος — სიტყვა, კანონი) — ბიოლოგიაში უწოდებენ ცხოველებისა და მცენარეების ორგანოებს, რომლებსაც აგებულების საერთო გეგმა აქვთ, ერთიანი წარმოშობა ახასიათებთ და ანალოგიურ (მაგ., ტიტას ბოლქვი და კარტოფილის გორგილი სახეცვლილი ყლორტებია) ან განსხვავებულ (მაგ., ფრინველის ფრთა და ადამიანის ხელი) ფუნქციებს ასრულებენ. ერთი და იმავე ორგანიზმის ჰომოლოგიურ ორგანოებს მსგავსი ორგანოები ეწოდება. ისინი განლაგებული არიან სხეულის გრძივ ღერძზე სიმეტრიულად (მაგ., ხერხემლიანთა წინა და უკანა კიდურები, ფეხსახსრიანთა კიდურები და პირის დანამატები) ან რაიმე გარკვეული წესის გარეშე (ქერცლები, ბუმბული, თმა, ფოთლები).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.