ჰორმიზდ I
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰორმიზდ I (სპარს. هرمز یکم; გ. ივნისი, 271) — სასანიდური ირანის მე-3 შაჰინშაჰი 270 წლის მაისიდან 271 წლის ივნისის ჩათვლით, შაპურ I-ის ძე.
სწრაფი ფაქტები სასანიდური ირანის მე-3 შაჰინშაჰი, მმართ. დასაწყისი: ...
ჰორმიზდ I | |
---|---|
هرمز یکم | |
სასანიდური ირანის მე-3 შაჰინშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 270 |
მმართ. დასასრული: | 271 |
წინამორბედი: | შაპურ I |
მემკვიდრე: | ბაჰრამ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | ივნისი 271 |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | შაპურ I |
დედა: | ღურძადი |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
დახურვა
კირილ თუმანოვის ცნობით, ჰორმიზდი მამამისის მმართველობის პერიოდში, სომხეთის გამგებლად იყო დანიშნული. მცირე ცნობები მოიპოვება მისი მეფობის შესახებ. სპარსელი ისტორიკოსების გადმოცემით, ის მამისა და ბაბუის მსგავსად, (შაპურ I და არდაშირ I) გამოირჩეოდა სამართლიანობით. მისი მმართველობის დროს დაარსდა რამდენიმე ქალაქი, რომლებიც თავდაპირველად ჰორმიზდის სახელს ატარებდა. ჰორმიზდმა 271 წელს წარმატებით ილაშქრა სოგდიანაში, საიდანაც დაბრუნებული ქტესიფონში გარდაიცვალა. მის შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა უმცროსმა ძმამ, ბაჰრამ I-მა.