![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/43/Hukbalahap_flag.svg/langka-640px-Hukbalahap_flag.svg.png&w=640&q=50)
ჰუკბალაჰაპი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰუკბალაჰაპი (ტაგალ. Hukbong Bayan Laban sa mga Hapon — სახალხო ანტიიაპონური არმია) — სახალხო არმია რომელიც შეიქმნა 1942 წლის 29 მარტს კომპარტიის ხელმძღვანელობით ფილიპინებზე პარტიზანული რაზმების გაერთიანების შედეგად. 1944 წლის დასასრულს ითვლიდა დაახლოებით 10 ათას მეომარს. მოქმედებდა იაპონური ოკუპანტების, ფილიპინელი მემამულე-კოლაბორაციონისტებისა და მარიონეტული რეჟიმის ჟანდარმერიის წინააღმდეგ. 1945 წლის სექტემბერში, II მსოფლიო ომში (1939-1945) იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ჰუკბალაჰაპი დაიშალა. მისმა მებრძოლებმა შექმნეს ჰუკბალაჰაპის ვეტერანტა ლიგა, რომელიც მოითხოვდა დემოკრატიულ-აგრარული რეფორმების გატარებას. მთავრობასთან ჰუკბალაჰაპის ხელმძღვანელობის მოლაპარაკებები (1946-1947) საკამათი საკითხების მშვიდობიანი მოწესრიგების თაობაზე უშედეგოდ დამთავრდა. კომპარტია სათავეში ჩაუდგა შეიარაღებულ ბრძოლას მთავრობის წინააღმდეგ. ჰუკბალაჰაპი გარდაიქმნა და ქვეყნის განთავისუფლების არმია (ქგა) ეწოდა. 1952 წლის დასასრულს ქგა-ს ძირითადი ძალები მთავრობის ჯარებმა გაანადგურეს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/43/Hukbalahap_flag.svg/640px-Hukbalahap_flag.svg.png)