B ვიტამინები
From Wikipedia, the free encyclopedia
B ვიტამინები — წყალში ხსნად ვიტამინთა ჯგუფი, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ უჯრედთა მეტაბოლიზმის პროცესში. B ვიტამინი 1912 წელს აღმოაჩინა პოლონელმა მეცნიერმა კაზიმირ ფუნკმა. თავიდან ითვლებოდა, რომ B ვიტამინი იყო ერთი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ერთი ნაერთი კი არა, ნივთიერებათა მთელი კომპლექსი იყო, რომლებიც ქიმიურად განსხვავდებოდნენ და ერთსა და იმავე საკვებში თანაარსებოდნენ. ამ აზოტოვან ნივთიერებათა ერთობლიობას B ჯგუფის ვიტამინები უწოდეს. ჯგუფის თითოეული ელემენტი დანომრილია - B1-დან B20-მდე. კომპლექსის ყოველ წევრს თავისი ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს.