Creative Commons
From Wikipedia, the free encyclopedia
Creative Commons (შემოკლებით CC; ინგლ. creative, შემოქმედებითი; ინგლ. commons — ჩვეულებრივი ადამიანები (ხალხი), იურ. ერთობლივად ფლობის ნებართვა) — არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია საავტორო უფლებების რეფორმირება. შეიქმნა ლოურენს ლესიგის მიერ 2001 წელს. ქართულ ენაზე აზრობრივად იგივე სიტყვათა შეხამება არ არსებობს, თუმცა ხშირად იხმარება ტერმინი შემოქმედებითი გაერთიანება.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/86/CC-logo.svg/320px-CC-logo.svg.png)
გაერთიანებამ შექმნა Creative Commons ოჯახის ლიცენზიები, რომლებიც ნებას რთავენ ადამიანებს თავისუფლად გამოიყენონ შემოქმედებითი ნამუშევრები.