From Wikipedia, the free encyclopedia
Electronic Entertainment Expo (ქართ. ელექტრონული გასართობების გამოფენა, აგრეთვე ცნობილი როგორც E3) — ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ყოველწლიური სამრეწველო გამოფენა, რომელიც ტარდება Entertainment Software Association-ის (ESA) ორგანიზატორობით, სადაც ვიდეო თამაშების, პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიები წარადგენენ თავიანთ პროდუქტებს: ვიდეო თამაშებს, ვიდეო თამაშების კონსოლებს, კომპიუტერულ აქსესუარებსა და ა.შ.
Electronic Entertainment Expo | |
---|---|
სტატუსი | აქტიური |
ადგილმდებარეობა | Los Angeles Convention Center |
ლოკაცია | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ქვეყანა | აშშ |
ინაუგურაცია | 11 მაისი, 1995 |
უახლესი | 14 ივნისი, 2016 |
დასწრება | 50,300 (2016)[1] |
ორგანიზატორი/ები | Entertainment Software Association |
საიტი | e3expo.com e3insider.com |
განსხვავებით Gamescom-ისა და სხვა სამრეწველო გამოფენებისგან, რომლებიც ასევე ღია არის საზოგადოებისთვის, E3 არის ექსკლუზიური მოვლენა სამრეწველო გამოფენებს შორის ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში.[2] ყოველი ცერემონიის დასრულების შემდგომ, წარმოდგენილი პროდუქტი ფასდება დამოუკიდებელი კომისიის მიერ და გამარჯვებულებს გადასცემენ Game Critics Awards-ის ჯილდოს. ჯილდოვდებიან საუკეთესო იდეებისთვის, პრეზენტაციებისთვისა და ელექტრონიკისთვის, ასევე ასახელებენ ყველაზე იმედგამაცრუებელ პრეზენტაციებსა და პროდუქტებს.
E3, როგორც წესი ტარდება ყოველი წლის მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში Los Angeles Convention Center-ში,[3] (LACC) ქალაქ ლოს-ანჯელესში, თუმცა ყოფილა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ცერემონია ჩატარდა აშშ-ს სხვა ქალაქში.
2015 წლიდან მოყოლებული Electronic Entertainment Expo პირდაპირი ეთერის ფორმატით გადაიცემა საიტების, YouTube-ისა და Twitch.tv-ის მეშვეობით.
E3-ის დაარსებამდე, თამაშების დეველოპერებს თავიანთი პროდუქცია გაჰქონდათ სხვადასხვა გამოფენებზე, მათ შორის Consumer Electronics Show-სა და European Computer Trade Show-ზე.
1990-ია წლებში სათამაშო ბიზნესის ზრდასთან ერთად, აუცილებელი გახდა სამრეწველო გამოფენების გაფართოება, გამომდინარე იქიდან, რომ მოძველებული სამრეწველო გამოფენები ვერ აკმაყოფილებდნენ სათამაშო ინდუსტრიის მოთხოვნებს. 1994 წელს კომპანია Sega-მ დატოვა ძველი გამოფენები და მოგვიანებით მას სხვა კომპანიებმაც მიბაძეს.
პირველი E3-ის ცერემონია დაიგეგმა IDG-სა და Digital Software Association-ის მიერ (დღეს ცნობილი, როგორც Entartainment Software Asociation). ეს მოვლენა დაემთხვა ახალი კონსოლის, Sega Saturn-ის გამოსვლასა და PlayStation-ის, Virtual Boy და Neo Geo CD-ის ანონსს. ასევე გაცხადდა Nintendo Ultra 64-ის ტექნიკური მახასიათებლები (მოგვიანებით გადაერქვა სახელი Nintendo 64-ით), თუმცა თავად კონსოლის დემონსტრირება არ მომხდარა.
პირველი ცერემონია ჩატარდა 1995 წლის 11-13 მაისს, ლოს-ანჯელესში. 2006 წელს გადაწყდა შეეცვალათ E3-ის გამოფენის ფორმატი და მასშტაბური შოუ, რომელსაც ესწრებოდა ათასობით ადამიანი, გადაექციათ დახურულ კონფერენციად პრესის განსაკუთრებული წარმომადგენლთათვის.[4] თუმცა 2009 წელს გამოფენა დაუბრუნდა უწინდელ ფორმატს. 2010 წელს გამოფენა კვლავ ჩატარდა Los Angeles Convention Center-ში.[5]
1996 წელს გადაწყვიტეს შეექმნათ E3-ის იაპონური ვერსია ტოკიოში, სატელევიზიო არხ TV Asahi-სთან თანამშრომლობით. თავდაპირველად სპონსორად მოიზარდებოდა Sony Computer Intertainment, (რომელმაც საბოლოოდ მხარი დაუჭირა საკუთარ გამოფენას, PlayStation Expo-ს) და Nintendo, (ამ უკანასკნელმაც უარი განაცხადა სპონსორობაზე). გამოფენა მიმდინარეობდა 1996 წლის 1 ნოემბრიდან ამავე თვის 4 რიცხვამდე. თუმცა საბოლოოდ სპონსორთა და იპანური მწარმოებლების ნაკლებობამ განაპირობა შოუს დახურვა.[6].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.