From Wikipedia, the free encyclopedia
GeForce 40 სერიის ვიდეოდაფები — Nvidia-ს მიერ წარმოებული გრაფიკის დამუშავების ერთეულთა ოჯახი. გასაჯაროვდა 2022 წლის 20 სექტემბერს, გრაფიკული პროცესორების ერთეულთა ტექნოლოგიურ კონფერენციაზე. ვიდეოდაფები შექმნილია Nvidia-ს Ada Lovelace არქიტექტურით. ჩაშენებულია მესამე თაობის სხივთა მიკვლევის ბირთვები სხივების ტყორცნის აჩქარებული გამოთვლისთვის და მეოთხე თაობის, ღრმა-სწავლებაზე ორიენტირებული, ტენსორის ბირთვები.
GeForce RTX 4090 Founders Edition | |
გამოშვების თარიღი | 2020 წლის 17 სექტემბერი |
---|---|
მწარმოებელი | TSMC |
დიზაინერი | Nvidia |
მარკეტერი | Nvidia |
კოდური სახელი | AD10x |
არქიტექტურა | Ada Lovelace |
მოდელები | GeForce RTX სერია |
ტრანზისტორი | 18.9B (AD107) 22.9B (AD106) 35.8B (AD104) 45.9B (AD103) 76.3B (AD102) |
საწყისი კლასი | GeForce RTX 4050(მხოლოდ ლეპტოპებისთვის) |
საშუალო კლასი | GeForce RTX 4060 GeForce RTX 4060 Ti GeForce RTX 4060 Ti 16GB |
მაღალი კლასი | GeForce RTX 4070 GeForce RTX 4070 Ti GeForce RTX 4080 |
უმაღლესი კლასი | GeForce RTX 4090 |
DirectX |
Direct3D 12.0 Ultimate (ვერსია 12_2) Shader Model 6.7 |
OpenCL | OpenCL 3.0 |
OpenGL | OpenGL 4.6 |
Vulkan | Vulkan 1.3 |
წინამორბედი ვიდეოდაფები | GeForce 30 სერიის ვიდეოდაფები |
Ada Lovelace არქიტექტურის მახასიათებლებია:[1]
12 გეგაბაიტიანი RTX 4080 ის გამოცხადებისას საზოგადოებამ Nvidia გააკრიტიკა ვიდეოდაფის არასწორი მარკეტინგისთვის. იმავე სერიის სხვადასხვა ვერსიების შედარებისას, წინამორბედი xx80 ბარათები წარმადობით და მახასიათებლებით დიდად არ განსხვავდებოდა.[9][10][11] 4080-ის 12 გეგაბაიტიანი ბარათი კი ბევრად ჩამორჩება იმავე სერიის 16 გეგაბაიტიან ვერსიას.
კრიტიკის მთავარ წყაროს წარმოადგენდა დასახელების სქემა - როდესაც 4080-ის ორი ვერსია იგეგმებოდა, "RTX 4080 12GB" და "RTX 4080 16GB" - ლოგიკური სხვაობა მათ შორის ვიდეო მეხსიერების მოცულობა უნდა ყოფილიყო. თუმცა, 12 გეგაბაიტიანი ვიდეოდაფა იყენებს განსხვავებულ პროცესირების ერთეულს და მეხსიერების არქიტექტურას. 16 გეგაბაიტიანი ვიდეოდაფის AD103 ჩიპთან შედარებით, ამ ვიდეოდაფის AD104 ჩიპი 27%-ით ნაკლებ CUDA ბირთვებს შეიცავს, მოშორებულია 192 ბიტიანი მეხსიერების სარტყელი და ვიდეოდაფა ნაკლები თერმული სიმძლავრით გამოირჩევა (არაუმეტეს 285 ვატი - როდესაც 16 გეგაბაიტიანი ვერსია 320 ვატზე არის გათვლილი).
წინა თაობებში (GeForce 10, 20, 30) 192 ბიტიანი მეხსიერების სარტყელი XX60-სა და სხვა ბიუჯეტურ სერიებშიც შეინარჩუნეს.[9] ამ გადაწყვეტილებით, ვიდეოდაფების მეხსიერების კუთხით შედარებისას, ძველი ბარათების წარმადობა მხოლოდ 30%-ით ჩამორჩება RTX 4080 16GB-ს.
2022 წლის 14 ოქტომბერს, ამ გაუგებრობის გამო, Nvidia-მ ვიდეოდაფის გამოშვების თარიღი გადადო.[12][13] 2023 წლის 3 იანვარს, კი RTX 4080 12GB ხელახლა წარმოადგინა, როგორც RTX 4070TI და ფასი 100$-ით დასწია.
RTX 4090-ის ზოგიერთი მომხმარებელი იუწყებოდა, რომ 12VHPWR შემაერთებლები ხმარებისას დნებოდა.[14] შემაერთებლის მწარმოებელმა კომპანიამ, ინციდენტის გამო გადაწყვიტა გარკვეული ცვლილებები შეეტანა პროდუქტის მახასიათებლებში.
კაბელებთან დაკავშირებით კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. სარჩელში ნათქვამია, რომ პროდუქტი სახიფათოა და ამ მდგომარეობაში არ უნდა იყიდებოდეს.[15] მოსარჩლე კი ამტკიცებდა - Nvidia არღვევდა გარანტიის პირობებს და თაღლითობით ცდილობდა გამდიდრებას. ამავდროულად ითხოვდა მათ მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.[16]
შიდა დაკვირვებაზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ პლასტამსის დნობას არამყარად, ნაწილობრივ შეერთებული კაბელი იწვევდა. არასრულად დაკავშირებული შემაერთებელი, ენერგიის მძლავრად მოხმარებისას ადნობდა პლასტმასის გარეგანს.[17][18][19] Nvidia-მ მომხმარებლებს ყველა დაზიანებული ვიდეოდაფის დაჩქარებით უკან დაბრუნება შესთავაზა, მიუხედავად ამისა PCI-SIG-მ განცხადებაში მაინც Nvidia და მისი პარტნიორები დაადანაშაულა, არასრულად შემოწმებული პროდუქტის გაყიდვისათვის.
24 გეგაბაიტი ვიდეო მეხსიერებით, AV1 სწრაფი გაშიფვრისა და "Founders" ვერსიის გაგრილების შესაძლებლობით, RTX 4090-მა რეცეზენტების მოწონება დაიმსახურა. როგორც თამაშების, ასევე კონტენტის შექმნისა და სტრიმინგის კუთხით.[20]
კრიტიკის მთავარ წყაროდ მისი ფასი და ენერგიის მოხმარება რჩება. ვიდეოდაფის ფასი 1599$-დან იწყება. TechSpot-ის ანალიზიდან ჩანს, რომ 1440 პიქსელის გარჩევადობით მუშაობისას, RTX 4090 - RTX 3090Ti-ზე ნაკლებად ღირებულია და ამ გარჩევადობით ვიდეოდაფის ხმარება ალოგიკურია. თერმული სიმძლავე 450 ვატია, წინა თაობის ექვივალენტი ვიდეოდაფის თერმული სიმძლავე კი 350 ვატი. თუმცა, 450 ვატი ენერგიის მოხმარებისას, ჯარედ უალტონი-ს თქმით, RTX 4090, RTX 3090 Ti-ზე მეტად წარმადია.
კრიტიკა ვიდეოდაფის სხვა მწარმოებლის RTX 4090-ებმაც დაიმსახურეს. ვიდეოდაფის გაგრილების სისტემა, ზოგ მოდელებში, 4 PCIe შემაერთებლის ადგილსაც კი იკავებს.[21][22] რაც ვიდეოდაფების უმეტეს თანამედროვე კომპიუტერებში მოთავსებას ართულებს. იუტუბ-მიმომხილველმა jayzTwoCents-მა აჩვენა, რომ Asus ROG Strix RTX 4090 მოდელი ზომით თითქმის Xbox Series X-ს უტოლდება.[23][24] ამბობენ, რომ თეორიულად RTX 4090-ის თერმული სიმძლავრე 600 ვატი იყო, სანამ ოფიციალურ ვერსიებში 450 ვატამდე დაწევდნენ და სწორედ ამით ხსნიან ზოგიერთი მოდელის მასიურ გაგრილებას.[25]
RTX 4080 მოდელს შედარებით ორმხრივი გამოხმაურება მოჰყვა. TechSpot-მა ვიდეოდაფა 80/100 ქულით შეაფასა.[26] ანტონი ლეზერსის ცნობით RTX 4080 მეტად დამაჯერებლად უმკლავდება დავალებებს, ვიდრე RTX 3090Ti.[27] Digital Trends-მა აღმოაჩინა, რომ მიუხედავად გათვლილი 320 ვატის თერმული სიმძლავრისა, ვიდეოდაფა საშუალოდ 271 ვატს მოიხმარს.[28]
RTX 4080 გააკრიტიკეს ფასის დრამატულ ზრდასთან დაკავშირებით (1199$). ჯეიმზ არჩერიმ თავის მიმოხილვაში დაწერა, რომ ვიდეოდაფის წარმადობის საგრძნობლად ზრდის მიუხედავად, ფასის ზრდა მაინც არაპროპორციულია.[29] RockPaperShotgun-მა ხაზი გაუსვა, რომ Founders ვერსიის შემდეგ, Nvidia-ს პარტნიორთა ვიდეოდაფების ფასი საგრძნობლად აიწევდა. სწორედ ასე მოხდა, ვიდეოდაფის Asus ROG Strix ვერსიის საწყისი ფასი 1550$ იყო. რაც, RTX 4090 Founders ვერსიის საწყისს ფასზე 50$-ით ნაკლება. ტომ ვარენმა რეკომენდაცია გაუწია AMD-ის ახალი, RDNA 3 ვიდეოდაფების მოცდას.[30] AMD-ის Radeon RX 7900 XTX ოფიციალური ფასი 999$-ა, RTX 4080-ის - 1199$.
RTX 4080-ის RTX 4070Ti-დ რებრენდირების შემდეგ, ვიდეოდაფამ ორმხრივი შეფასება დაიმსახურა. ვიდეოდაფის დადებით მხარედ 1080-1440 პიქსელის გარჩევადობებში მუშაობისას დაბალი ტემპერატურა წარმოადგენს.[31] 4K გარჩევადობაში კი მისი წარმადობა, ფასთან შედარებით (800$), სუსტია. ჯეიკობ როაჩმა ვიდეოდაფას 6/10 ქულა მიანიჭა, მეხსიერების ნელი გამტარუნარიანობის, 4K გარჩევადობაში წარმადობისა და Founders ვერსიის არ არსებობის გამო. ყურადღება გაამახვილა თავისი ვერსისს თერმულ მახრესა და ენერგო-ეფექტურობაზე.
მიქაელ ჯასტინ ალენ სექსტონმა განიხილა ვიდეოდაფის ZOTAC RTX 4070 Ti Amp Extreme Airo მოდელი. რომელიც გააკრიტიკა სიდიდისა და ფასის გამო, თუმცა ვიდეოდაფა, მის კონკურენტ Radeon RX 7900 XT-ზე, 100$-ით იაფია.[32]
ჯეიკობ როაჩის ცნობით ვიდეო დაფა ეფექტურია. Founders ვერსია მხოლოდ 2 PCIe ადგილს იკავებს და წარმადია 1440 პიქსელ გარჩევადობაში მუშაობისას.[33] თუმცა, Radeon RX 7800 XT-ის გამოსვლის შემდეგ, მონიკა უაითმა ამ ვიდეოდაფას გაუწია რეკომენდაცია. მისი თქმით Radeon RX 7800 XT-ს 1440 პიქსელში მეტად წარმადია. ვიდეოდაფას 4 გეგაბაიტით მეტი ვიდეომეხსიერება და 100$-ით ნაკლები ფასი აქვს.[34]
2023 წლის 6 სექტემბერს, AMD Radeon RX 7800XT-ის გამოშვების შემდეგ, RTX 4070-ის ფასი 550$-მდე დასწიეს.[35]
RTX 4060 Ti 8 GB 2023 წლის მაისის ბოლოს გამოუშვეს. ბარათის წინამორბედ RTX 3060-ს 12 გეგაბაიტი ვიდეო მეხსიება ჰქონდა, რის გამოც მომხმარებლები და რეცეზენტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. მათი თქმით 8 გეგაბაიტი თანამედროვე სტანდარტებისთვის უბრალოდ არასაკმარისი იყო. Digital Trends-ის ცნობით, 8 გეგაბაიტი ვიდეო მეხსიერება 300$-იანი RTX 4060-ისთვის მისაღები იყო, RTX 4060 Ti-ისთვის - არა. ამ ფასისა და წარმადობისთვის ვიდეოდაფას მინიმუმ 16 გეგაბაიტი ვიდეომეხსიერება, ან შედარებით დიდი მეხსიერების სარტყელი უნდა ჰქონოდა.[36] 2023 წლის ივლისში, უარყოფითი შეფასების შემდეგ Nvidia-მ გადაწყვიტა ვიდეოდაფის 16 გეგაბაიტიანი ვერსიაც გამოეშვა.
RTX 4060 Ti-ის 16 გეგაბაიტიანი ვერსიაც საეჭვოდ მიიჩნიეს. Nvidia-მ ვიდედაფა განსახილველად არ გადასცა ისეთ დიდ რეცეზენტებს, როგორიცაა Gamers Nexus, Hardware Unboxed და Linus Tech Tips. მოგვიანებით გაირკვა რომ, იმავე მიზეზით, შეაჩერეს ვიდეოდაფის წინასწარ გამზადებულ კომპიუტერულ ბლოკებში მოთავსებაც. Gamesradar-ის თქმით, Nvidia RTX 4060 Ti 16GB 499$-იანი ფასის გამო ძნელად გაყიდვადი პროდუქტია. ასევე განაცხადა, რომ ჩვეულებისამებრ ვიდეოდაფას საჯარო გაყიდვაში ჩაშვებამდე ტესტავენ, ვიდეოდაფის შესაძლელბობების მის ფასთან შესადარებლად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
იუტუბ რეცეზენტმა Hardware Unboxed RTX 4060 ti-ს ორივე მოდელი გააკრიტიკა. 8 გეგაბაიტიან ვერსიას 400 დოლარის ღირებულებისათვის დამცინავად ცუდი შეფასება მისცა. კრიტიკის წყარო არასაკმარისი ვიდეომეხსიერება და ამით გამოწვეული 1% ხშირი კადრის სიხშრის ვარდნა გახდა. The Last of Us Part 1-ისა და The Callisto Protocol-ის უმაღლეს ხარისხში თამაშისას, 1080 პიქსელის გარჩევადობაში 1% კადრის სიხშირის ვარდნა მაღალი, ხოლო 1440 პიქსელის გარჩევადობაში 1% კადრის სიხშირის ვარდნა აუტანლად შემაწუხებელია. A Plague Tale: Requiem-იც შესაბამის 1% კადრის სიხშირის ვარდნას განიცდის, არა უმაღლეს, არამედ მაღალ ხარისხშიც კი. Halo infinite-ისა და Forspoken-ის 1080 პიქსელში თამაშისას 1% კადრის ვარდნა არ შეიგრძნობა, მაგრამ ხშირია ტექსტურების ჩატვირთვის პრობლემები 8 გეგაბატი, არასაკმარისი ვიდეომეხსიერების გამო.[37] ეს პრობლემები 16 გეგაბაიტიანი ვერსიის ხმარებისას არ შეიმჩნევა, დანარჩენ ასპექტში 16 გეგაბაიტიანი ვერსია წარმადობით იდენტურია 8 გეგაბაიტიანისა.[38]
შესაბამისად რეცეზენტებს 100 დოლარით მეტის გადახდა ვიდეომეხსიერების "პრობლემის" მოსაგვარებლად არასწორად მიაჩნიათ.
რეცეზენტი ჯეიკობ როაჩიმ RTX 4060 3/5 ქულით შეაფასა, გააკრიტიკა ვიდეოდაფის ზოგადად დაბალი წარმადობა, 1440 პიქსელის გარჩევადობაში წარმადობა, ფასი, მცირე ვიდეომეხსიერება და მეხსიერების ნელი ინტერფეისი. შეაქო ვიდეოდაფის ენერგო ეფექტურობა. განაცხადა, რომ RTX 4060 "მუშა" ვიდეოდაფად განიხილებოდა. რეალურად ასე არ მოხდა, საგრძნობლად გაზრდილია წარმადობა ვიდეოდაფის თაობებს შორის, მაგრამ მოიკოჭლებს კონკურენტუნარიანობა.[39]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.