ანტუან ჟიუსიე
From Wikipedia, the free encyclopedia
ანტუან ლორან დე ჟიუსიე (ფრანგ. Antoine Laurent de Jussieu; დ. 12 აპრილი, 1748, ლიონი — გ. 17 სექტემბერი, 1836, პარიზი) — ფრანგი ბოტანიკოსი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1782). პარიზის ბოტანიკური ბაღის დირექტორი (1770–1826). პირველმა განავითარა მცენარეთა ბუნებრივი სისტემა (1789), რაც სისტემატიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა, რამაც ბოლო მოუღო ბოტანიკაში ხელოვნური სისტემის შექმნას; მცენარეები დაალაგა აღმავალი კიბის სახით — დაწყებული წყალმცენარეებითა და სოკოებით და დამთავრებული ყვავილოვნებით. ბოტანიკაში შემოიტანა ოჯახის ცნება. იცავდა სახეობათა უცვლელობის იდეას. მისი ცნობილი თხზულება „Genera plantarum, secundum ordines naturales disposita“ (1789) შეიცავს მცენარეთა სისტემატიკის აღწერის პრინციპებს, რომლებიც დღესაც დგას კლასიფიკაციის სათავეში.[12]
ანტუან ჟიუსიე | |
---|---|
ფრანგ. Antoine-Laurent de Jussieu | |
დაბ. თარიღი | 12 აპრილი, 1748(1748-04-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | ლიონი |
გარდ. თარიღი | 17 სექტემბერი, 1836(1836-09-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (88 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
დასაფლავებულია | მონპარნასის სასაფლაო |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ბოტანიკოსი და ექიმი |
მუშაობის ადგილი | პარიზის ბოტანიკური ბაღი |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Auguste Plée და Elisabeth Julienne Pommereul[10] |
მამა | Christophe de Jussieu |
შვილ(ებ)ი | Adrien-Henri de Jussieu |
ნათესავ(ებ)ი | Christophe Alexis Adrien de Jussieu, Antoine de Jussieu, Bernard de Jussieu და Joseph de Jussieu |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[11] |