ლიმპ ბიზკიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიმპ ბიზკიტი (ინგლ. Limp Bizkit) — ამერიკული ნიუ-მეტალ ჯგუფი ჯექსონვილიდან. ჯგუფის ამჟამინდელი წევრები არიან: ვოკალისტი ფრედ დერსტი, გიტარისტი უეს ბორლანდი, ბასისტი სემ რივერსი და დრამერი ჯონ ოტო. ჯგუფმა საერთაშორისო წარმატებას მიაღწია 1999 წლის ალბომით Significant Other. ლიმპ ბიზკიტი სამჯერაა ნომინირებული გრემის ჯილდოზე და მიღებული აქვს რამდენიმე სხვა ჯილდო. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია ჯგუფის 40 მილიონი ალბომი.[1]
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ლიმპ ბიზკიტი}} |
ლიმპ ბიზკიტი | |
---|---|
Limp Bizkit-ის კონცერტი „Rams Head Live!“-ზე ბალტიმორში, მერილენდში 2013 წლის 3 მაისს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ჯექსონვილი, ფლორიდა აშშ |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური |
|
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები |
|
ყოფილი წევრები |
|
საიტი | limpbizkit.com |
ლიმპ ბიზკიტი ვიკისაწყობში |
ჯგუფი ჩამოყალიბდა 1994 წელს.[2] მისმა მესამე სტუდიურმა ალბომმა Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water, რომელიც გამოვიდა 2000 წელს, ჯგუფის ჩარტში წარმატებას შეუწყო ხელი. გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში გაიყიდა 1.05 მილიონი ასლის ოდენობით და იქცა ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდვად როკ-ალბომად, რითაც მოხსნა Pearl Jam-ის ალბომის Vs.-ს რეკორდი. 2001 წელს ბორლანდმა ჯგუფი დატოვა, ხოლო მეოთხე ალბომის Results May Vary (2003) ჩასაწერად ჯგუფს მაიკ სმითი შეუერთდა. 2005 წელს ბორლანდი ჯგუფში დაბრუნდა ალბომის The Unquestionable Truth (Part 1) ჩასაწერად, თუმცა შემდეგომში ხელმეორედ დატოვა იგი, მაგრამ 2009 წლის იანვარში კვლავ დაბრუნდა და მასთან ერთად ჩაწერა 2011 წლის ივნისში გამოცემული მეექვსე ალბომი Gold Cobra.