ლინკინ პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლინკინ პარკი (ინგლ. Linkin Park) — ამერიკული როკ-ჯგუფი აგურა-ჰილზიდან (კალიფორნია). ჩამოყალიბდა 1996 წელს და საერთაშორისო წარმატებას მიაღწია სადებიუტო ალბომით Hybrid Theory (2000), რომელმაც 2005 წელს RIAA-ს ალმასის სერტიფიცირება მიიღო და მრავალი გზის პლატინიანი გახდა სხვადასხვა ქვეყანაში.[1] შემდეგი ალბომით Meteora (2003) ჯგუფის წარმატება გამყარდა. იგი 2003 წელს მოხვდა Billboard 200-ში, რასაც მოჰყვა მსოფლიო ტურნე და საქველმოქმედო საქმიანობა.[2]
ლინკინ პარკი | |
---|---|
ჯგუფის გამოსვლა 2010 წელს, ბერლინში | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც |
|
წარმოშობა | აგურა-ჰილზი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური | 1996–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები |
|
ყოფილი წევრები |
|
საიტი | linkinpark.com |
ლინკინ პარკი ვიკისაწყობში |
პირველ ორ ალბომში ნიუ-მეტალის და რეპ-მეტალის რადიოსთვის ადაპტირებით,[3][4][5] ჯგუფმა შემდგომ დისკზე Minutes to Midnight (2007) მიმართა სხვა ჟანრებს.[6][7] ეს ალბომი Billboard-ის სათავეში მოხვდა და იმ წელს გამოსული ალბომების დებიუტებს შორის წარმატებით მესამე იყო.[8][9] ჯგუფმა განაგრძო სხვადასხვა ჟანრთან ექსპერიმენტები მეოთხე ალბომში A Thousand Suns (2010), მიანიჭა რა მუსიკას უფრო მეტად ელექტრონული ჟღერადობა. მეხუთე ალბომში Living Things (2012) ყველა წინა ალბომის მუსიკალური ელემენტები გამოიყენეს. The Hunting Party (2014) იყო დაბრუნება ჯგუფისთვის უფრო ტრადიციულ როკ-ჟღერადობასთან. მეშვიდე ალბომი, One More Light (2017) კვლავ ელექტრონული და პოპ-მუსიკის ელემენტებით გაჯერებულია.[10] ჯგუფის ლიდერმა, ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა ამ ალბომის გამოცემიდან ორი თვის შემდეგ.[11]
წლების განმავლობაში ლინკინ პარკი აგრეთვე თანამშრომლობდა სხვა შემსრულებლებთან. რეპერ ჯეი-ზისთან ერთად მან ჩაწერა EP Collision Course, სხვა შემსრულებლების მონაწილეობით შექმნეს რემიქსული Reanimation და Recharged.[4]
2003 წელს MTV2-მა ლინკინ პარკი დაასახელა მუსიკალური ვიდეოების ეპოქის რიგით მეექვსე უდიდეს ჯგუფად და ახალ ათასწლეულში - მესამედ.[12] „ბილბორდმა“ ლინკინ პარკს მიანიჭა #19 პოზიცია ათწლეულის საუკეთესო შემსრულებლების სიაში.[13] 2012 წელს VH1-ის გამოკითხვაში ლინკინ პარკი 2000-იანების უდიდესი შემსრულებლის რეპუტაციას ფლობდა.[14] 2014 წელს Kerrang!-მა იგი „ამჟამად მსოფლიოს უდიდეს როკ-ჯგუფად“ დაასახელა.[15][16] მსოფლიოში გაყიდულია ლინკინ პარკის 68 მილიონზე მეტი ალბომი. ჯგუფს მიღებული აქვს გრემის ორი ჯილდო.[17][18][19]