Mozilla Suite — ინტერნეტ ქსელში სამუშაო ღია პროგრამების კრებული. ის შეიცავს ვებ-ბრაუზერს, საფოსტო კლიენტს, კალენდარს, IRC-კლიენტს ChatZilla, უბრალო HTML რედაქტორს და ვებ-პროგრამირებისათვის აუცილებელ ინსტრუმენტთა კრებულს. Mozilla Suite დღესდღეობით ითვლება დამოუკიდებელ პროექტად. სამომხმარებლო ინტერფეისი აწყობილია XUL-ში CSS-ის გამოყენებით, ხოლო ინტერფეისის პროგრამირების ენად გამოიყენება JavaScript.
არსებობს ვერსიები თანამედროვე ოპერაციული სისტემებისათვის. XUL-ის წყალობით შესაძლებელია გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისის ბიბლიოთეკის გამოყენება.
ახლა SeaMonkey-ს მომიჯნავე კოდიდან იქმნება ცალკე პროგრამებიც:
- Firefox — ვებ-ბრაუზერი
- Thunderbird — საფოსტო კლიენტი
- Sunbird — კალენდარი. არსებობს როგორც ცალკე პრგრამები, ასევე საფოსტო პროგრამის Thunderbird-ის გაფართოებები.
- Nvu — HTML-რედაქტორი
- Chatzilla — IRC-კლიენტი
Mozilla Suite-ს ბოლო ოფიციალური ვერსიაა — 1.7.13. Suite-ს წინა ვერსიების, ისევე როგორც Gecko 1.7.x, მხარდაჭრა შეწყვეტილია.
დღე-დღეობით Mozilla Suite გამოვიდა Mozilla Foundation-ის მფარველობით და გადაეცა დამოუკიდებელ პროგრამისტებს, რომლებმაც მას მისცეს ახალი დასახელება — SeaMonkey.
2006 წლის 30 იანვარს გამოვიდა დამოუკიდებელ პროექტის SeaMonkey 1.0-ის ფინალური ვერსია.
უზრუნველყოფილი ტექნოლოგიები
- HTML 4.01
- ნამდვილი მხარდაჭერა XHTML (უმრავლეს ბრაუზერებში XHTML-ის გარჩევისათვის გამოიყენება უბრალო HTML-პარსერი), მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა MIME ტიპია application/xhtml+xml.
- CSS 1, 2 და ნაწილობრივ 3
- XSLT 1.0 (რაღაც შეზღუდვებით)
- MathML
- JavaScript
იხილეთ აგრეთვე
- The Book of Mozilla
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.