Patrologia Latina
From Wikipedia, the free encyclopedia
Patrologia Latina („პატროლოგია ლატინა“, ლათინური პატროლოგია) — ლათინურენოვან ქრისტიან ავტორთა თხზულებების კრებული, მოიცავს 217 სქელტანიან ტომს. ეს არის „პატროლოგიის სრული კურსის“ (Patrologiae Cursus Completus) პირველი ნაწილი, მეორე ნაწილია Patrologia Graeca. გამოცემულია აბატ მინეს მიერ 1844—1855 წლებში, 1862—1865 გამოქვეყნდა ინდექსები.
გამოცემა მოიცავს დაახლოებით ათასი წლის პერიოდს, II საუკუნის ბოლოდან XIII საუკუნის დასაწყისამდე. თავდაპირველად მინე გეგმავდა გამოეცა ყველა თხზულება აღორძინების ეპოქამდე, მაგრამ გამოცემის მოცულობა ძლიერ დიდი აღმჩნდა.
გამოცემაში ჩართულია საღვთისმეტყველო შრომები, ჰაგიოგრაფია, პოეზია, ისტორიული და სამეცნიერო თხზულებები, თარგმანები ბერძნულიდან, მიმოწერა, საეკლესიო კრებების მასალები, სხვადასხვა დოკუმენტები.
კორპუსში გადაბეჭდილია დიდი რაოდენობის ადრე გამოქვეყნებული თხულებები და დამოუკიდებელი ტექსტოლოგიური ღირებულება არ გააჩნია. თხზულებათა მნიშვენოლოვანი ნაწილი მას შემდეგ არ გამოცემულა და ამიტომ ამ გამოცემით კვლავ სარგებლობენ შუასაუკუნეების სპეციალისტები, თუმცა დღევანდელი დღისთვის იგი მოძველდა და თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებს ვერ პასუხობს.
გამოცემაში არის სერიოზული ხარვეზები. ქრონოლოგიური პრინციპი არ არის სრულად დაცული, ზოგიერთი ავტორის შრომები განთავსებულია ერთდროულად რამდენიმე ტომში, ჩართული ასევე აშკარად აპოკრიფული თხზულებები.