![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/90/PinkPantheress%252C_2022.jpg/640px-PinkPantheress%252C_2022.jpg&w=640&q=50)
PinkPantheress
მუსიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
ვიქტორია ბევერლი უოლკერი, ცნობილი როგორც PinkPantheress (ინგლ. Vicky Beverly Walker; დ. 2001 წლის 18 აპრილი, ბათი, ინგლისი) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი. PinkPantheress-ის სიმღერები მოიცავს უამრავ ჟანრს, მათ შორისაა ბედრუმ-პოპი, დრამ-ენდ-ბეისი, ალტ-პოპი და ტუსტეპ-გერიჯი.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
PinkPantheress | |
---|---|
ინგლ. Vicky Beverly Walker | |
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ვიქტორია ბევერლი უოლკერი |
დაბ. თარიღი | 18 აპრილი, 2001 (2001-04-18) (23 წლის) |
დაბ. ადგილი | ბათი |
წარმოშობა | ბათი, ინგლისი) |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 2020 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | pantheress.pink |
PinkPantheress ვიკისაწყობში |
2021 წელს, ლონდონის უნივერსიტეტში სწავლის დროს, მუსიკოსმა გამოაქვეყნა რამდენიმე სიმღერა TikTok-ზე, რომლებიც მალევე ვირუსულად გავრცელდა. ამის შემდეგ, მუსიკოსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლებთან - Parlophone და Elektra Records. მუსიკოსის სინგლები „Just for Me" და „Pain", მისი სადებიუტო მიქსტეიპიდან To Hell with It (2021), მოხვდნენ გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტის ტოპ 40-ეულში და მიიღეს ვერცხლის სერტიფიკატი ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციის (BPI) მიერ. მუსიკოსის 2023 წლის სინგლი, „Boy's a Liar", გავიდა მეორე ადგილზე დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში, ხოლო კომპოზიციის რემიქსი რეპერ Ice Spice-თან ერთად გახდა მუსიკოსის პირველი ჩანაწერი Billboard Hot 100-ში, რომელიც მოხვდა ჩარტის ხუთეულში.
PinkPantheress-მა მოიგო BBC-ის Sound of 2022-ის გამოკითხვა და ნომინირებული იყო სამ NME-ის ჯილდოზე.