Rockstar Advanced Game Engine
From Wikipedia, the free encyclopedia
Rockstar Advanced Game Engine (შემოკლებით RAGE) — თამაშის ძრავა, რომელიც შეიქმნა მცირე ჯგუფის, RAGE Technology Group-ის მიერ ვიდეო თამაშების დეველოპერ Rockstar San Diego-ში, Rockstar-ის სხვა სტუდიებთან თანამშრომლობით. ძრავა გამოიყენეს შემდეგ პლატფორმებზე: PC, PlayStation 3, Wii, Xbox 360, PlayStation 4, Xbox One. RAGE დაფუძნებულია Angel Game Engine-ის ძრავაზე, რომელიც, თავდაპირველად შექმნა კომპანია Angel Studios-მა.
Rockstar Advanced Game Engine | |
---|---|
ავტორი | Angel Studios |
მწარმოებელი | RAGE Technology Group Rockstar San Diego |
გამოვიდა | 23 მაისი, 2006; 17 წლის წინ (2006-05-23) |
პლატფორმა | Microsoft Windows, PlayStation 3, PlayStation 4, Wii, Xbox 360, Xbox One |
ჟანრი | თამაშის ძრავა |
საიტი | rockstargames.com |
თარიღი | პროპრიეტარული |
Rockstar Advanced Game Engine არის სრულად ფუნქციონალური თამაშის ძრავა, რომელშიც ინტეგრირებული არის გრაფიკული, ფიზიკური, ანიმაციური და ხმის ძრავა და ასევე ხელოვნური ინტელექტი. ადრეულ წლებში Rockstar საკუთარ თამაშებში იყენებდა Criterion Games-ის მიერ შექმნილ RenderWare-ის ძრავას. პირველი თამაში, რომელშიც RAGE გამოიყენეს იყო Rockstar Games Presents Table Tennis.