The Jesus and Mary Chain
From Wikipedia, the free encyclopedia
The Jesus and Mary Chain — შოტლანდიური როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1983 წელს ისტ-კილბრაიდში, დიდ ბრიტანეთში, ძმების, ჯიმ და უილიამ რიდების მიერ. ჯგუფმა თავისი პირველი სინგლი „Upside Down“ 1984 წელს გამოუშვა. მათ პირველმა ალბომმა, Psychocandy, კრიტიკოსებისა და მსმენელის დადებითი შეფასებები დაიმსახურა და დღესდღეობით მუსიკის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალბომად ითვლება. მანამ, სანამ 1999 წელს ჯგუფი დაიშლებოდა, ჯგუფმა კიდევ ხუთი ალბომის ჩაწერა და გამოცემა მოახერხა. The Jesus and Mary Chain 2007 წელს კვლავ გაერთიანდა და 2017 წელს ახალი ალბომი გამოსცა.
სწრაფი ფაქტები ბიოგრაფია, წარმოშობა ...
The Jesus and Mary Chain | |
---|---|
The Jesus and Mary Chain-ის გამოსვლა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, 2007 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ისტ-კილბრაიდი, შოტლანდია |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, შუგეიზინგი, პოსტ-პანკი, ინდი როკი, ინდი პოპი, ნოიზ პოპი |
აქტიური | 1983–1999, 2007–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Creation, Blanco y Negro, Sub Pop, Def American, Reprise (აშშ), WEA |
წევრები |
ჯიმ რიდი უილიამ რიდი სკოტ ვონ რიპერი ბრაიან იანგი მარკ კროზერი |
საიტი | thejesusandmarychain.uk.com |
The Jesus and Mary Chain ვიკისაწყობში |
დახურვა