ალან რიკმანი

From Wikipedia, the free encyclopedia

ალან რიკმანი
Remove ads

ალან სიდნი პატრიკ რიკმანი (ინგლ. Alan Sidney Patrick Rickman; დ. 21 თებერვალი, 1946 — გ. 14 იანვარი, 2016) — ინგლისელი კინოსა და თეტრის მსახიობი.

სწრაფი ფაქტები ალან რიკმანი, დაბადების სახელი ...
Remove ads

ბიოგრაფია

ალანი ოჯახში მეორე შვილი იყო (მსახიობს ჰყავს და და ორი ძმა). ალანის თქმით ის მეოცნებე ბავშვი იყო და სულ ღრუბლებში დაფრინავდა. 8 წლის ასაკში მსახიობის მამა კიბოთი გარდაიცვალა, რაც მისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო. ალანის მამა მხატვარი იყო და რა გასაკვირია რომ მსახიობს ხატვის ნიჭიც გამოჰყვა: ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად კარგად გამოსდიოდა აკვარელით ხატვა. თეატრისადმი სიყვარული სასკოლო სპექტაკლებმა გაუღვიძა: მაგრამ ყველაზე მეტი გავლენა მის ოცნებაზე, გამხდარიყო მსახიობი, ლატიმერის სკოლამ მოახდინა, სადაც ალანი 11 წლიდან 18 წლამდე სწავლობდა. სკოლის დასრულების შემდეგ ალანმა სწავლა ხელოვნების სამეფო კოლეჯში (Royal College of Art) გააგრძელა გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე, სადაც სამი წელი სწავლობდა. აქვე გაიცნო მსახიობმა რიმა ჰორტონი, რომელიც დღემდე მის გვერდით ცხოვრობს. ისინი ერთად გაწევრიანდნენ "Brook Green Players" ჯგუფში. 1968 წელს, კოლეჯის დასრულების შემდეგ ალანი ბევრ გრაფიკულ პროექტზე მუშაობდა და საბოლოოდ მეგობრებთან ერთად სოჰოში ჩამოაყალიბა კომპანია Graphiti. მთელი ამ ხნის განმავლობაში ალანი ინარჩუნებდა კავშირს "Court Drama Group"-თან, სადაც არაერთი როლი შეასრულა.

25 წლის ასაკში ალანმა საბოლოოდ გადაწყვიტა მსახიობობა და წერილი გაგზავნა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში თხოვნით, მოესმინათ მისთვის და საბოლოოდ წარმატებით ჩააბარა კიდეც აქ. დედამ მხარი დაუჭირა მის გადაწყვეტილებას, შეესწავლა დრამის ხელოვნება. აკადემიაში ალანმა სამი წელი გაატარა და უმაღლესი სტიპენდიაც დაიმსახურა, დამატებითი შემოსავლის მისაღებად კი კოსტიუმერად მუშაობდა. აკადემიის დასრულების შემდეგ ალანი მალევე გახდა ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ლონდონის სცენაზე. სპექტაკლ „სახიფათო კავშირებში“ შესრულებული ვალმონტის როლი სენსაციად იქცა: სპექტაკლის პლაკატები პირველად გახდა თეატრის ადმინისტრაციისთვის ცალკე შემოსავლის წყარო. 1986 წელს წარმოდგენა მიწვეულ იქნა ბროდვეიზე, სადაც რიკმანი პროდიუსერმა ჯოელ სილვერმა შეამჩნია და „კერკეტ კაკალში“ მთავარი ბოროტმოქმედის როლი შესთავაზა. ტერორისტ ჰანს გრუბერის როლმა ალანს მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი და იმავდროულად მოუსპო ეკრანზე ვალმონტის განსახიერების საშუალება: ფილმის პროდიუსერებმა ვერ გარისკეს ამ როლზე ბოევიკის „ცუდი ბიჭის“ აყვანა.

ფილმ „რობინ ჰუდის“ გადაღებული მასალის დამუშავებისას კევინ კოსტნერმა მემონტაჟეებს მნიშვნელოვნად შეაკვეცინა რიკმანის როლი, რადგან შიშობდა რომ ის დაჩრდილავდა.

1997 წელს რიკმანმა ძალები რეჟისურაშიც მოსინჯა. მან გადაიღო საკმაოდ გულისამაჩუყებელი ფილმი „ზამთრის სტუმარი“, სადაც მთავარ როლს ემა ტომპსონი ასრულებდა. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოს გარდა კიდევ რამდენიმე პრემია მიიღო. 2000 წელს ალანმა გაახმოვანა პატარა ავი თევზი ჯო მულტფილმში „მიშველეთ! მე თევზი ვარ“. ალანი საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ძალიან აქტიურად არის ჩართული: ის მხარს უჭერს ლეიბორისტულ პარტიას ეხმარება ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა Amnesty International და "Children on the Edge". 2001 წელს ითამაშა ნოელ კოვარდის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში "Private Lives". პიესა 2002 წლის 6 იანვრამდე თეატრების სცენებიდან არ ჩამოსულა.

რიკმანმა მთავარი როლი შეასრულა რობერტ სტურუას "ჰამლეტში" "Riverside Studio"-ში. რობერტ სტურუასთან მუშაობისას ალან რიკმანი სამჯერ იმყოფებოდა საქართველოში: პირველად შორეულ 1979 წელს, მეორე და მესამე ვიზიტებს შორის კი შედარებით მოკლე ხანმა განვლო: 2007 და 2009 წელს და რუსთაველის თეატრის სცენაზეც გამოვიდა.

Remove ads

ფილმოგრაფია

მეტი ინფორმაცია წელი, ქართულად ...
Remove ads

პირადი ცხოვრება

რიმა ჰორტონთან მსახიობი კოლეჯიდან მოყოლებული ცხოვრობს; არაერთხელ დაირხა ხმა მათი დაშორების შესახებ, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ალანი ამბობს რომ მას რთული ხასიათი აქვს, მაგრამ რიმას მოთმინების დიდი უნარი აქვს. რიკმანს შვილები არ ჰყავს. მსახიობის თქმით მას იმდენად უყვარს თეატრი რომ შვილებს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევდა, რის გამოც თავადაც დაიტანჯებოდა და მისი ოჯახიც.

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads