ალბერტო მორავია
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ალბერტო მორავია (დაბადების სახელი და გვარი: ალბერტო პინჩერლე; დ. 28 ნოემბერი, 1907 — გ. 26 სექტემბერი, 1990) — იტალიელი რომანისტი და ჟურნალისტი. მის რომანებში განხილული თანამედროვე სექსუალობის, ეგზისტენციალიზმისა და სოციალური გაუცხოების თემები. მორავია ცნობილია სადებიუტო რომანით: Gli indifferenti (1929) და ანტიფაშისტური რომანით Il Conformista, რომლის მიხედვითაც 1970 წელს ბერნარდო ბერტოლუჩიმ იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. მორავიას რომანების მიხედვით არაერთი ფილმია გადაღებული: Agostino-ს ეკრანიზაცია მაურო ბოლონინის ეკუთვნის (1962); რომანის, შუადღის მოჩვენება (Il disprezzo), მიხედვით ჟაკ-ლუკ გოდარმა 1963 წელს გადაიღო ფილმი Le Merphis; La Noia-ს მიხედვით რეჟისორმა დომიანო დამიანიმ 1963 წელს გადაიღო ცარიელი ტილო, რომელიც 1964 წელს გამოვიდა აშშ-ის კინოთეატრებში. ნაწარმოების კიდევ ერთი ეკრანიზაცია ეკუთვნის სედრიკ კანს, (L'Ennui, 1998). რომანის, ჩოჩარა მიხედვით ვიტორიო დე სიკამ 1960 წელს გადაიღო ფილმი სახელწოდებით ორი ქალი.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ალბერტო მორავია
- The Paris Review Interview
- Listen to Pioggia di Maggio by Alberto Moravia free download on mp3
- Listen to Romolo e Remo, one of Moravia's Racconti Romani
- PEN International
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads