ალექსანდრე ბოროდინი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ალექსანდრე პორფირეს ძე ბოროდინი (რუს. Александр Порфирьевич Бородин; დ.12 ნოემბერი [ძვ. სტ. 31 ოქტომბერი] , 1833 — გ. 27 თებერვალი [ძვ. სტ. 15 თებერვალი], 1887) — ქართული წარმოშობის[10] რუსი ქიმიკოსი და კომპოზიტორი. იყო „მძლავრი ჯგუფის“ წევრი. ცნობილია სიმფონიებით, ორი კვარტეტით სიმებიანი საკრავებისათვის და ოპერით „თავადი იგორი“.
Remove ads
ბიოგრაფია
ალექსანდრე ბოროდინი ქართველი თავადის — ლუკა გედევანიშვილისა და ავდოტია ანტონოვას ქორწინების გარეშე შვილი იყო, რომელიც გლეხის, პორფირე ბოროდინის, ვაჟად ჩაწერეს.[10] ალექსანდრეს გატაცება მუსიკისა და ენების მიმართ ბავშვობიდანვე იყო წახალისებული.[11] 1856 წელს დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. 1874-იდან სამედიცინო აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი (1872-1887). XIX ს-ის 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანო პიესების კამერულ-საკრავიერი ანსამბლების შექმნა. 1862 წელს გაეცნო მ. ბალაკირევის, ვ. სტასოვის და ამ წრის სხვა წევრთა გავლენით საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი, როგორც მიხეილ გლინკას მიმდევრის მუსიკალურ-ესთეტიკური შეხედულებანი.
Remove ads
ნამუშევრები ქიმიაში

ქიმიაში 40-ზე მეტი ნაშრომი აქვს. ბოროდინს ეკუთვნის ბრომჩანაცვლებული ნაჯერი კარბონმჟავების მიღების ორიგინალური ხერხი. მანვე მიიღო პირველი ფთორორგ. ნაერთი — ბენზოლის ფთორიდი (1862) აღწერა ალდოლი, ალდოლური კონდესაციის რეაქცია.
შემოქმედება
ბოროდინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის საგანძურში.
ბოროდინის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ოპერა „თავადი იგორი“. სამეცნ. და პედ. საქმიანობით გადატვირთული კომპოზიტორი ვერ მუშაობდა ინტენსიურად. ოპერა იწერებოდა 18 წელი და მაინც დაუმთავრებელი დარჩა. (ბოროდინის სიკვდილის შემდეგ იგი დაამთავრეს ნ. რიმსკი-კორსაკოვმა და ალექსანდრე გლაზუნოვმა; დაიდგა 1890, მარიამის თეატრში, სანქტ-პეტერბურგში). ოპერა გამოირჩევა სახეების მონუმ. მთლიანობით, ძლიერი ხალხ. საგუნდო სცენებით და ეროვნული კოლორიტით. „თავადი იგორი“ აგრძელებს გლინკას ეპიკური ოპერის „რუსლანი და ლუდმილას“ ტრადიციებს. ბოროდინი რუსული კლასიკური სიმფონიისა და კვარტეტის ერთ-ერთი შემქმნელია. მისი I სიმფონია (1867) ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვისა და პეტრე ჩაიკოვსკის ამავე ჟანრის ნაწარმოებებთან ერთად წარმოადგენს რუსული სიმფონიზმის ეპიკურ-ჰეროიკული მიმართულების საწყისს. მსოფლიო ეპიკური სიმფონიზმის მწვერვალია ბოროდინის II სიმფონია (1876). კამერულ-საკრავიერი ჟანრის საუკეთესო ქმნილებებია კვარტეტები (I — 1879, II — 1881). ბოროდინი კამერულ-ვოკალური მუსიკის დიდი ოსტატია. მისი ვოკალური ლირიკის ნიმუშია ელეგია „შორეული სამშობლოს ნაპირებისთვის“ (პუშკინის სიტყვებზე). მან პირველმა შემოიტანა რომანსებში 60-იანელთა განმანათ. იდეები („უღრანი ტყის სიმღერა“ და სხვა). შექმნა აგრეთვე სატირულ-იუმორისტული ხასიათის სიმღერები („ყოყლოჩინა“ და სხვა). ბოროდინის შემოქმედებას ამჩნევია რუსული ხალხური და აღმოსავლეთის ხალხთა მუსიკის კვალი („თავადი იგორი“, სიმფონიები, სიმფონიური სურათი „შუა აზიაში“)
ბოროდინის თვითმყოფადმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა რუს და საზღვარგარეთულ კომპოზიტორებზე. მისი შემოქმედებით ტრადიციებს აგრძელებდნენ საბჭოთა კომპოზიტორები (ს. პროკოფიევი, ი. შაპორინი, გ. სვირიდოვი, ა. ხაჩატურიანი და სხვა). ამ ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიისა და შუა აზიის ხალხთა ეროვნ. მუს. კულტურის განვითარებაში.
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
მუსიკალური ნაწარმოებები
ოპერები
- Князь Игорь (закончена и отредактирована Н. А Римским-Корсаковым и А. К. Глазуновым, 1869–1887)
- Млада (IV действие; остальные написаны Ц. Кюи, Н. А. Римским-Корсаковым, М. Мусоргским, 1872)
საორკესტრო ნაწარმოებები
- Симфония № 1 Es-dur (1865)
- Симфония № 2 h-moll «Богатырская» (1875)
- "В Средней Азии". Симфоническая картина (1880)
კამერულ-ინსტუმენტული ანსამბლისთვის
- Трио на тему русской песни «Чем тебя я огорчила» для двух скрипок и виолончели (g-moll, 1854–1855)
- Струнное трио (Большое, G-dur, до 1862)
- Фортепианное трио (D-dur, до 1862)
- Струнный квинтет (f-moll, до 1862)
- Соната для виолончели и фортепиано (h-moll, 1860–1861)
- Секстет (d-moll) для 2-х скрипок, 2-х альтов и 2-х виолончелей (1860–1861)
- Квинтет для двух скрипок, альта, виолончели и фортепиано (c-moll, 1862)
- Струнный квартет № 1 (A-dur, 1879)
- Струнный квартет № 2 для двух скрипок, альта и виолончели (D-dur, 1881)
- Серенада в испанском роде из квартета B-la-f (коллективное сочинение, 1886)
საფორტეპიანო ნაწარმოებები
ორი ხელისთვის
- Патетическое адажио (As-dur, 1849)
- Маленькая сюита (1885)
- Скерцо (As-dur, 1885)
სამი ხელისთვის
- Полька, Мазурка, Похоронный марш и Реквием из Парафраз на неизменяемую тему (коллективное сочинение Бородина, Н. А. Римского-Корсакова, Ц. А. Кюи, А. К. Лядова; 1878)
ოთხი ხელისთვის
- Полька «Helene» (d-moll, 1843)
- Скерцо (E-dur, 1861)
- Тарантелла (D-dur, 1862)
რომანსები და სიმღერები
- Разлюбила красна девица (слова неизвестного автора, 1850-е годы), для голоса в сопровождении виолончели и фортепиано
- Слушайте, подруженьки, песенку мою (слова неизвестного автора,1850-е годы), для голоса в сопровождении виолончели и фортепиано
- Что ты рано, зоренька (запись русской народной песни,1850-е годы)
- Красавица-рыбачка (слова Г. Гейне; 1854–1855), для голоса в сопровождении виолончели и фортепиано
- Отравой полны мои песни (Г. Гейне, перевод Л. А. Мея; 1868)
- Из слез моих (Г. Гейне, перевод Л. А. Мея; 1871)
- У людей-то в дому (Н. А. Некрасов; 1881), в сопровождении оркестра или фортепиано
- Для берегов отчизны дальней (А. С. Пушкин; 1881)
- Спесь (слова А. К. Толстой; 1884–1885)
- Чудный сад (Septain; слова бельгийского поэта С. С.;1885), для голоса и фортепиано
- Морская царевна (А. Бородин; 1868)
- Спящая княжна (А. Бородин; 1867), для голоса с фортепииано. Оркестровка Н. А. Римского-Корсакова
- Фальшивая нота. Романс (А. Бородин; 1868)
- Песня тёмного леса (А. Бородин; 1868)
- Море. Баллада для тенора и фортепиано (А. Бородин; 1870). Оркестровка Н. А. Римского-Корскова
- Арабская мелодия (А. Бородин; 1881)
ვოკალური ანსამბლისთვის
- Серенада четырёх кавалеров одной даме = Serenade de quatre galants a une dame (А. Бородин; 1868—1872), партитура, для мужского вокального квартета без сопровождения
დაუსრულებელი და დაკარგული ნაწარმოებები
- Царская невеста (1867—1868, наброски, утрачено)[12]
- Богатыри (1868)
- Симфония № 3 a-moll (1887, окончена и оркестрована Глазуновым)
- Неоконченное струнное трио: Для 2-х скрипок и виолончели
Remove ads
ლიტერატურა
- В. В. Стасов. Александр Порфирьевич Бородин. — СПб., 1887.
- Александр Порфирьевич Бородин: его жизнь, переписка и музыкальные статьи / [В. В. Стасов]. — Санкт-Петербург: Суворин, 1889. — XIII, 332 с.
- А. П. Бородин в воспоминаниях современников / Сост., текстол. ред., вступ. ст. и коммент. А. Зориной. — М.: Музыка, 1985. — 288 с.: ил., портр., нот.
- А. П. Бородин: к столетию со дня рождения / Ю. А. Кремлев. — Л.: Ленинградская филармония, 1934. — 87, [1] с., портр.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- ალექსანდრე ბოროდინი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ალექსანდრე ბოროდინი — უფასო ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)
- Список научных публикаций А. П. Бородина по химии დაარქივებული 2020-02-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads