ალექსანდრე I-ის მანიფესტი

From Wikipedia, the free encyclopedia

ალექსანდრე I-ის მანიფესტი
Remove ads

ალექსანდრე I-ის მანიფესტი — რუსეთის იპერატორის ალექსანდრე I–ის 1801 წლის 12 სექტემბრის ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთის იმპერიასთან მიერთების აქტი.

Thumb
ალექსანდრე I-ის მანიფესტი

ისტორია

თავდაპირველად, 1801 წლის 18 იანვარს ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-სა და რუსეთის იმპერატორის პავლე I-ს შორის შედგა პავლე I-ის მანიფესტის სახელით შედგენილი აქტი, მაგრამ მათ განხორციელებას შემდგენთა უცაბედი სიკვდილის გამო ვერცერთი ვერ მოესწრო და ვერ განხორციელდა.

ახალი, ალექსანდრე I-ის მანიფესტი გამოიცა 1801 წლის 12 სექტემბერს, მაგრამ პირველად გამოქვეყნდა 1802 წლის 12 აპრილს რუსის ჯარით ალყაშემორტყმულ სიონის ტაძარში შეკრებილ თავად-აზნაურობის თანდასწრებით.

მანიფესტის ქართველი საზოგადოებისთვის გამოცხადების გარემოებებთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილი წერდა:

ვიკიციტატა
„... 12 ენკენისთვეს 1801 წ. პეტერბურგში საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ ალექსანდრე I-ის მანიფესტი იყო გამოცხადებული, რომელშიაც ფარისევლურად ნათქვამი იყო, ვითომც ეს აქტი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობის ძლიერი სურვილით ყოფილიყოს ნაკარნახევი. ლამაზ სიტყვებს რასაკვირველია არ შეეძლოთ მაინც გაექარწყლებინათ ის შთაბეჭდილება, რომ რუსეთის მთავრობის საქციელი შემაძრწუნებელი უპირობო, ფიცისა და აღთქმის დარღვევა და ძალმომრეობა იყო და სხვა არაფერი. ადვილი წარმოსადგენია, რაოდენად თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო ეს ამბავი ქართველ მოწინავე, შეგნებულ წრეებისა და მთავრობისათვის. რაკი რუსეთის მთავრობამ იცოდა, რომ საქართველო ამის გამო აღშფოთებული იქნებოდა, შვიდი თვის განმავლობაში ამ მანიფესტს საქართველოში არ აცხადებდა. ხოლო როდესაც მეტი დამალვა აღარ შეიძლებოდა და მისი გამოქვეყნება და ხალხის დაფიცება აუცილებელი შეიქმნა, მაშინაც გენ. კნორინგს იმედი არა ჰქონდა, რომ ქართველები ნებაყოფლობით საკუთარ დამოუკიდებლობის მოსპობაზე თანხმობას განაცხადებდნენ და რუსეთის ქვეშევრდომობის ფიცს მიიღებდნენ. ამიტომ გადასწყვიტა ეს საქმე მოტყუებით და მუქარით მოეხერხებინა. მან დაჰპატიჟა გავლენიანი წრეები, თავადაზნაურობა და ქ. ტფილისის მოქალაქენი და როდესაც ყველამ თავი მოიყარა, მან ბრძანება გასცა, რომ მათთვის საიერიშოდ გამზადებული (“аки штурмомъ”) რუსის ჯარი შემოერტყათ. მაშინდელი ერთი რუსული ცნობის მიხედვით “ლომების ხახასავით განხმული იყო” თურმე ის ზარბაზნების პირი. გენ. კნორინგმა ამის მნახველს ხალხს წინადადება მისცა რუსეთის ქვეშევრდომობისა და ერთგულების ფიცი მიეღოთ. ქართველობა გაოცებული და აღშფოთებული იყო ასეთი უმსგავსო საქციელით. მოწინავე წრითგან მრავალმა იმოდენი გამბედაობა გამოიჩინა, რომ შემორტყმულ ჯარს არ შეუშინდა, ძალით ფიცი არ მიიღო და ეკლესიითგან გავიდა. მაშინვე გენ. კნორინგმა ბრძანება გასცა, რომ უკმაყოფილონი დაეჭირათ და ციხეში ჩაესვათ“
(Дубровинъ. История войны на Кавказе III, 444[1].)

1794 წლიდან პეტერბურგში დიპლომატიური მისიით მყოფი გარსევან ჭავჭავაძე და გიორგი ავალიშვილი შეეცადნენ, მიეღწიათ ქართლ-კახეთის სამეფოს შეზღუდული ავტონომიისათვის მაინც, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. გამოცხადებულმა მანიფესტმა ქართველი დიპლომატები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა – ბატონიშვილები და ქართული არისტოკრატიის ნაწილი მტრულად განეწყო გარსევან ჭავჭავაძისა და გიორგი ავალიშვილის მიმართ, რადგან, რუსეთის მთავრობის წაქეზებით, მიაჩნდათ, რომ ქართული სამეფოს გაუქმება სწორედ მათი „დამსახურება“ იყო.

პლატონ იოსელიანს მოყვანილი ჰყავს ორივე მათგანის ქართული თარგმანი[2]:

მეტი ინფორმაცია რუსული ტექსტი, ქართული თარგმანი ...

12 სექტემბრის მანიფესტის შედეგად, ქართლ-კახეთის სამეფოს საქართველოს გუბერნია ეწოდა. მიუხედავად ბაგრატიონთა ოჯახის დიდი წინააღმდეგობისა, რუსებმა ისინი ძალით გაასახლეს სამშობლოდან. გასახლებულთა შორის იყო ერეკლეს მესამე ცოლი — დარეჯან დედოფალი, რომელიც უკვე სამოცდაათ წელს გადასცდენოდა. დარეჯანი პეტერბურგში აღესრულა და იქვე დაკრძალეს. 1803 წელს რუსეთში გადაასახლეს ქართლ–კახეთის ტახტის უშუალო მემკვიდრე დავით ბატონიშვილიც.

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Акты собранные Кавказской Археографической Коммиссиею. Том 1. Тифлис, 1866. С. 432-433
  • Национальная политика в императорской России под ред. Ю.И. Семенов, Москва 1997
  • აკაკი სურგულაძე, პაატა სურგულაძე , "საქართველოს ისტორია" (საკითხავი წიგნი, 1783–1990), თბ., 1992. გვ. 326–328
  • ივ. ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-XVIII-ე საუკუნეში, თბ., 1919

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads