ალიგატორი

From Wikipedia, the free encyclopedia

ალიგატორი
Remove ads

ალიგატორი (ლათ. Alligator < ესპ. el lagarto— „ხვლიკი“) — ქვეწარმავლების გვარი ნიანგების რიგისა. ცნობილია ორი სახეობა: მისისიპის ალიგატორი (Alligator mississippliensis), 6,3 მ-მდე სიგრძისა, დიდი რაოდენობით გვხვდებოდა ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ინტენსიური რეწვის შედეგად მისი რაოდენობა შემცირდა და ამჟამად უმთავრესად ფლორიდის ჭაობებში ბინადრობს; ცოტაოდენი შემორჩენილია სხვა ადგილებშიც; ჩინური ალიგატორი (Alligator sinensis), 2,5 მ-მდე სიგრძისა. გვხვდება მდინარე იანძიანის ქვემოწელში. ახალგაზრდა ალიგატორი იკვებება წყლის მწერებითა და კიბოსნაირებით, ზრდასრული - ბაყაყებით, გველებითა და თევზებით. ზოგჯერ თავს ესხმის სხვა ცხოველებსაც.

სწრაფი ფაქტები ალიგატორი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
Remove ads

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads