ამერიკო გალიეგო
არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ამერიკო რუბენ გალიეგო (ესპ. Américo Rubén Gallego; დ. 25 აპრილი, 1955, მორტეროსი, კორდოვის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2] 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.
Remove ads
კარიერა
საკლუბო კარიერა
ამერიკო გალიეგო საკლუბო კარიერას 1974 წელს — არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „ნიუელს ოლდ ბოისში“ იწყებს. თავის პირველ საფეხბურთო სეზონში იგი ჩემპიონატის მხოლოდ ოთხ მატჩს თამაშობს. მომდევნო წლიდან გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება, მის შემადგენლობაში ჩემპიონატის 27 შეხვედრას ატარებს და ორჯერ იღებს მეტოქეთა კარს. გუნდში 1981 წლის ჩათვლით თამაშობს, სადაც საერთო ჯამში ქვეყნის პირველობის 262 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და 25 გოლი გააქვს.
1981–1988 წლებში ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტის“ რიგებშია. ამ გუნდის ღირსებას, არგენტინის პრიმერა დივიზიონის 180 შეხვედრაში იცავს (10 გოლი). მის შემადგენლობაში 1981 წელს ნასიონალის, ხოლო 1985–86 წლების სეზონზე არგენტინის პრიმერა დივიზიონის გამარჯვებული ხდება.[3]
1986 წელს კლუბთან ერთად სამ საერთაშორისო ტურნირს იგებს — ლიბერტადორესის თასს,[4] კოპა ინტერამერიკანას[5] და საკონტინენტთაშორისო თასს.[6]
საფეხბურთო კარიერას 1988 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.
სანაკრებო კარიერა
1975–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 73 შეხვედრა ჩაატარა,[7][8][9][10] რომლის მაისურით პირველად 1975 წლის 3 აგვისტოს, ვენესუელის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ კოპა ამერიკაზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: უგო ორლანდო გატი, რაფაელ ხოსე ელოი პავონი, რამონ სესარ ბოვედა, ხოსე ლუის პავონი, დანიელ კილერი, ანდრეს ორლანდო რებოტარო, მარიო სანაბრია, ხულიო დანიელ ასადი, მარიო კემპესი, ლეოპოლდო ლუკე და ამერიკო გალიეგო. მატჩი კარაკასში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5–1 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1982 წლის 29 ივნისს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბარსელონაში გაიმართა და იტალიელთა გამარჯვებით ანგარიშით — 2–1 დასრულდა.
სანაკრებო მატჩები
Remove ads
სტატისტიკა
საკლუბო
სანაკრებო
Remove ads
მსოფლიო ჩემპიონატებზე
ამერიკო გალიეგომ მსოფლიო ჩემპიონატების 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[91][92][93]
გალერეა
- გალიეგო ბოჩინის წინააღმდეგ. 1985.
- „ნიუელს ოლდ ბოისის“ მაისურით.
- გალიეგო 1978 წელს.
- „რივერ პლეიტის“ რიგებში. 1982.
- „ელ გრაფიკოს“ გარეკანზე. 1986.
მიღწევები
საკლუბო
- ნასიონალი: 1981
- პრიმერა დივიზიონი: 1985–86
- ლიბერტადორესის თასი: 1986
- კოპა ინტერამერიკანა: 1986
- საკონტინენტთაშორისო თასი: 1986
სანაკრებო
ლიტერატურა
- გოდუაძე, ლაშა., მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010) / ჯანთიშვილი, გ., თბ.: მსოფლიო სპორტი, 2010. — გვ. 86–91, 346, 359. 496 გვ.
- ქურდობაძე, ალექსანდრე, ფეხბურთი : ენციკლოპედია, თბ.: „ჯისიაი“, 1996. — გვ. 32. 280 გვ.
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
Remove ads
ბიბლიოგრაფია
- კაკაბაძე, მიხეილ (1979). არგენტინის ცის ქვეშ. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- კაკაბაძე, მიხეილ (1981). ოქროს ქალღმერთიდან ფიფა-ს თასამდე. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ფანჯიკიძე, გურამ (1979). არგენტინა, არგენტინა!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- ფანჯიკიძე, გურამ (1982). ფორცა, იტალია!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
- Ardiles, Ossie (2010). Ossie's Dream: My Autobiography. London: Transworld. ISBN 0552-15918-2
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
Remove ads
კომენტარები
- „რეალ მადრიდის“ 75-ე წ-დმი მიძღვნილი საერთაშ. ამხანაგური მატჩი.
- „რეალ მადრიდის“ 75-ე წ-დმი მიძღვნილი საერთაშ. ამხანაგური მატჩი.
- მატჩი გაიმართა „რივერ-პლეიტის“ „ელ მონუმენტალზე“ (ესპ. Monumental de Nuñez, ან უბრალოდ El Monumental) ამ სახელწოდებას სტადიონი ატარებდა 1938–86 წლებში. 1986 წლის 29 ნოემბერს სტადიონს მიენიჭა ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტის სახელი და მას შემდეგ სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა „ესტადიო მონუმენტალ ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტი“ (ესპ. Estadio Monumental Antonio Vespucio Liberti).
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads