ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, ოზაკომი [რუს. Особый Закавказский Комитет, ОЗАКОМ; 9 (22) მარტი15 (28) ნოემბერი, 1917]რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ ამიერკავკასიის მართვა-გამგეობის გამგებლობისთვის შექმნილი სამხარეო ხელისუფლების ორგანო, შტაბ-ბინით თბილისში.

სწრაფი ფაქტები

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში საიმპერატორო ხელისუფლება ჩაანაცვლა ახლადმოსულმა რუსეთის დროებითმა მთავრობამ, რომელმაც ამიერკავკასიის მართვა-გამგეობა ჩააბარა სამხარეო ხელისუფლების ორგანოს — ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს. ახალი სამხარეო ხელისუფლების ორგანო დაკომპლექტდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კავკასიელი დეპუტატებით. კომიტეტი თავმჯდომარედ დაინიშნა ვ. ხარლამოვი წევრები იყვნენ მ. პაპაჯანოვი, მ. ჯაფაროვი, აკ. ჩხენკელი კ. აბაშიძე.

6 (19) აპრილს შეიქმნა და ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს ექვემდებარებოდა, დაღესტნის ოლქში შექმნილი დროებითი მთავრობის ადგილობრივი ორგანო, ე. წ. „განსაკუთრებული კომისარიატი“.[1]

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებით მოხდა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული სამხარეო ორგანოს — ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის გადაყენება, რომლის სათავეშიც კადეტი ვ. ხარლამოვი იდგა.[2]

Remove ads

ისტორია

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads