ანდრეი ჩერნიშოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ანდრეი ჩერნიშოვი (რუს. Андрей Алексеевич Чернышов; დ.7 იანვარი, 1968, მოსკოვი) — რუსი ფეხბურთელი, პოზიციით მცველი, ამჟამად წვრთნის ქუვეითურ კლუბ „ალ–ფაჰაჰილს“[1]. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1990).
ჩერნიშოვი იყო იმ გუნდის წევრი რომელმაც გაიმარჯვა 1990 წლის უეფა–ს 21 წლამდელთა ჩემპიონატში, ასევე მონაწილეობდა 1992 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში.
Remove ads
კარიერა
კარიერა დაიწყო მოსკოვში. 1994 წელს გადავიდა ევროპაში. სეზონის პირველი ნახევარი გაატარა გრაცის გუნდ „შტურმში“, შემდეგ მას შესთავაზეს მომგებიანი კონტრაქტი „პაოკში“, სადაც საბოლოოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ავსტრიელებმა ადვოკატების დახმარებით დაამტკიცეს, რომ ჩერნიშოვი მათ გუნდს ეკუთვნოდა და „პაოკს“ ფული უნდა გადაეხადა, ამის გამო მას მოუწია მთელი სეზონის შტურმში ჩატარება, შემდეგ მისი ცოლის დახმარებით თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა პაოკში.
კარიერა დაასრულა 2001 წელს, შემდეგი წლიდან დაინიშნა რუსეთის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელად. 2003 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვის „სპარტაკს“. იმავე წლის ნოემბერში დააკავეს დოპინგის გამოყენებისთვის, იგორ ტიტოვმა უარყო დანაშაულის განზრახ ჩადენა და ბრალი დასდო ჩერნიშოვს როგორც „სპარტაკში“, ისე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში დოპინგის გამოყენებაში.
ამჟამად წვრთნის ქუვეითურ კლუბ „ალ–ფაჰაჰილს“.
Remove ads
ტიტულები
- რუსეთის პრემიერ ლიგა ჩემპიონი: 1992, 1993.
- რუსეთის პრემიერ ლიგა მეორე ადგილი: 1994.
- რუსეთის პრემიერ ლიგა მესამე ადგილი: 1993 (ითამაშა ორ კლუბში).
- რუსეთის თასი გამარჯვებული: 1992, 1995.
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მესამე ადგილი: 1990.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads