ანჟუ

საფრანგეთის ისტორიული პროვინცია From Wikipedia, the free encyclopedia

ანჟუ
Remove ads

ანჟუ (ფრანგ. Anjou<ლათ. Andecavi — ერთ-ერთი გალური ტომის სახელწოდება) — ისტორიული ოლქი ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში, ქვემო ლუარის აუზში. მთავარი ქალაქი — ანჟე. ამჟამად ანჟუს ტერიტორიის დიდი ნაწილი შედინ მენისა და ლუარის დეპარტამენტში. ანჟუში მოჰყავთ ხორბალი, კანაფი. განვითარებულია მებაღეობა, მეცხოველეობა, მეღვინეობა, კვების მრეწველობა.

Thumb
ანჟუ საფრანგეთის რუკაზე

ისტორია

IX საუკუნის II ნახევარში ანჟუ იხსენიება როგორც ანჟეს სავიკონტო, რომელსაც რობერტინგების წარმომადგენელმა რობერმა ჩაუყარა საფუძველი. 929 წელს ანჟუ საგრაფოა. შემდგომში მას ტურენი (1044) მენი (1110) შეუერთდა. ანჟუს საგრაფომ უდიდეს ძლიერებას XI საუკუნეში მიაღწია. 1131 წელს ანჟუს გრაფი ფულკ V იერუსალიმის მეფე გახდა. მისმა ძემ ჟოფრუა V პლანტაგენეტმა შემოიმატა ნორმანდია (1135), უკანასკნელის შვილიშვილმა ანრიმ ალიენორ აკვიტანელზე ქორწინებით მიიღო აკვიტანია (1152), ხოლო დედისაგან მემკვიდრეობით — ნორმანდია და ინგლისის ტახტზე ავიდა ჰენრი II-ის სახელით. ანჟუ პლანტაგენეტების სახელმწიფოს ნაწილად იქცა. 1204 წელს ანჟუ შეუერთდა საფრანგეთის სამეფოს. 1246 წელს გადაეცა საუფლისწულოდ ლუი IX-ის ძმას შარლ ანჟუელს, რომელმაც ანჟუს მიწებს შეჰმატა პროვანსი (1246) და სიცილიის სამეფო (1266); 1297 წელს ანჟუ საჰერცოგოდ იქცა. მისი უკანასკნელი ჰერცოგის შარლ IV-ის (მენისთვის — შარლ V) გარდაცვალების შემდეგ (1481) ანჟუს სამემკვიდრეო (საჰერცოგოს მიწები, პროვანსი და პრეტენზიები ნეაპოლის სამეფოზე) საფრანგეთის მეფეს გადაეცა.

Remove ads

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads