არლი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
არლი (ფრანგ. Arles) — ქალაქი და კომუნა სამხრეთ საფრანგეთში, ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტში, ყოფილ პროვანსის პროვინციაში. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 52 729 ადამიანს შეადგენს. ქალაქს კვეთს მდინარე რონა.
კომუნის ტერიტორიაზე მდებარეობს კამარგის რეგიონის უდიდესი ნაწილი, რაც კომუნას საფრანგეთის მეტროპოლიაში უდიდესს ხდის. ქალაქს დიდი ხნის ისტორია აქვს. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნდა რომაულ პროვინცია ნარბონის გალიის შემადგენლობაში. 1981 წელს, არლის რომაული და რომანული მონუმენტები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. 1888-1889 წლებში, არლში ცხოვრობდა ვინსენტ ვან გოგი, რა დროის განმავლობაშიც მან 300-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. 1970 წლიდან, ქალაქში იმართება ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი.
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads