არღუნი (მდინარე)
მდინარე საქართველოსა და რუსეთში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
არღუნი[1] (ჩეჩ. Чӏаьнтий-Орг) — მდინარე საქართველოში და ჩეჩნეთში, მდინარე სუნჯის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 148 კმ, აუზის ფართობი 3,4 ათასი კმ². იწყება საქართველოში, პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დათვისჯვრის უღელტეხილის მახლობლად. ზემო დინებაში არღუნი მთის სწრაფი მდინარეა, შუაწელში არღუნის ხეობა განიერდება, ქვემო დინებაში ვაკეზე გამოდის. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, აგრეთვე მარადიული თოვლისა და მყინვარების წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის, წყალმცირობა – ზამთარში. მთავარი შენაკადებია ანდაქი (საქართველოს ფარგლებში) და შაროარღუნი.
Remove ads
ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 217.
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „არღუნი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads