ატმოსფერული წნევა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ატმოსფერული წნევა — ჰიდროსტატიკური წნევა, რომელსაც ყოველი საგანი განიცდის ატმოსფეროსაგან. ატმოსფერული წნევა ყოველ წერტილში დამოკიდებულია ჰაერის სვეტის წონაზე, რომლის სიმაღლე ატმოსფეროს საზღვრამდე ვრცელდება.
ატმოსფერულ წნევას ზომავენ ბარომეტრით, გამოსახავენ მილიბარებით (მბ), ნიუტონებით მ²–ზე (ნ/მ²–ზე) ან ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლით (მმ ვწყ. სვ.) სიმძიმის ძალის აჩქარების ნორმალური სიდიდისა (ზღვის დონეზე 45º განედზე) და 0 °C დროს. ატმოსფერული წნევა გარკვეული კანონით იკლებს სიმაღლესთან ერთად. 5 კმ სიმაღლეზე იგი ზღვის დონეზე არსებული წნევის დაახლოებით ნახევარია. ჰორიზონტალური მიმართულებით ატმოსფერული წნევა ცვალებადია და არათანაბრად ნაწილდება.
ატმოსფეროს ნორმალურ წნევად მიღებულია 760 მმ ვწყ. სვ. = 1013,25 მბ = 101325 ნ/მ²
Remove ads
ლიტერატურა
- Хргиан А. Х. Физика атмосферы. — 2 изд. — М., 1958.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads