აჭარისწყალი
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
აჭარისწყალი[1] — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჭოროხის მარჯვენა შენაკადი. იგი სათავეს იღებს არსიანის ქედზე, მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, შესართავთან ფართოვდება. აჭარისწყლის სიგრძე 90 კმ-ია, მდინარის აუზის ფართობი — 1540 კმ². მდინარე საზრდოობს სხვადასხვა წყაროებით, ძირითადად წვიმის წყლებით. ახასიათებს ადიდება მთელი წლის განმავლობაში. აჭარისწყალზე არის აწჰესი — აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგური.
Remove ads
ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 276.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads