სექტემბერი

წლის მეცხრე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

სექტემბერი (ლათ. September) — გრიგორიანული კალენდრის მეცხრე თვე. შეიცავს 30 დღე-ღამეს.

სწრაფი ფაქტები

სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეშვიდე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად septem — შვიდი), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ახალწლისა, ხოლო ხალხური სახელწოდებაა — ენკენისთვე.

სექტემბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისასამხრეთ ნახევარსფეროში. ბუნიობის ერთ-ერთი დღე სექტემბერზე მოდის.

სექტემბრის ზოდიაქოს ნიშნებია ქალწული და სასწორი.

სექტემბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც დეკემბერი.

Remove ads

ახალწლისა

კორნელი კეკელიძე ახალწლისას 6 აგვისტო — 4 სექტემბრით საზღვრავდა[1].

კ. კეკელიძის აზრით[2] „ახალწლისაჲ“ (თთუე), სახელობითი ბრუნვა — ახალწელი, არის შესატყვისი ირანული „ნავროზისა“ (ახალი დღე) და თარგმანი სომხური „ნავასარდისა“ (ახალი წელი).

ვიკიციტატა
„იწამნეს წმიდანი მოწამენი აბდონ, სენენ, ქსჳსტო, ლავრენტი და ჳპოლიტე უწინარჱს სამისა დღისა ახალწლისა, თთუესა ახალწლისასა[3].“
Remove ads

სექტემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები

Thumb
Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads