ბადრი ბეგალიშვილი (უმცროსი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ბადრი ბაადურის ძე ბეგალიშვილი (დ. 12 სექტემბერი, 1973) — ქართველი მსახიობი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1973 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სახალხო არტისტის ბადრი ბეგალიშვილის და საქართველოს დამსახურებული არტისტის იზა ბოჭოიძის ოჯახში. დაამთავრა ქალაქ თბილისის 22-ე საშუალო სკოლა
1994 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1992 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან ნუგზარ გაჩავა, ანდრო ენუქიძე, გიგა ლორთქიფანიძე, დავით მღებრიშვილი, დავით დოიაშვილი, დავით საყვარელიძე და ა. შ. ქართველი მსახიობების ზურაბ და ალეკო ბეგალიშვილების უმცროსი ძმა, მსახიობ ჭიჭიკო ბეგალიშვილის შვილიშვილი.
2018 წელს მსახიობმა საქართველო დატოვა [1]
Remove ads
ნათამაშები როლები
თეატრალური ინსტიტუტი
- „კუკარაჩა“ (მურტალო) რეჟ. ანდრო ენუქიძე
- „ტარტიუფი“ (ტარტიუფი) რეჟ. გიორგი ანთაძე
თავისუფალი თეატრი
- „ვარიაციები პატრიოტულ თემაზე“ (ძმა) რეჟ. დავით დოიაშვილი
სოხუმის დრამატული თეატრი
- „ნავიგატორი“ (როსტომი) რეჟ. დავით საყვარელიძე
თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
- „მაკბეტი“ (მაკდაფი) რეჟ. დავით დოიაშვილი
- „რომეო და ჯულიეტა“ (ლორენცო) რეჟ. დავით მღებრიშვილი
- „ქალაქი ალყაში“ (ჭირი) რეჟ. დ. დოიაშვილი
- „გაყრა“ (მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვი) რეჟ. დავით დოიაშვილი
- „ვერის უბნის მელოდიები“ (გეორქ გეორქოვი) სცენური ვერსიის ავტორი დავით დოიაშვილი
- „მერი პოპინსი“ (ედუარდი) რეჟისორები დავით დოიაშვილი, გურანდა იაშვილი
- „სირანო დე ბერჟერაკი“ (მონფლერი, კარბონ დე კასტელ ჟალუ) რეჟ.დავით დოიაშვილი
- „შუა ზაფხულის ღამის სიზმარი“ ( კოჭა/პარამოსი) რეჟ. დავით დოიაშვილი
სერიალები
- „ტიფლისი“ (იაგო)
Remove ads
მიღწეული წარმატებები
1995–1996 წლის აღიარეს სეზონის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ახალგაზრდებს შორის.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads