ბაკურ კვეზერელი

From Wikipedia, the free encyclopedia

ბაკურ კვეზერელი
Remove ads

ბაკურ კვეზერელი (დ. 5 იანვარი, 1981, თბილისი, საქართველო) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2008–2011 წლებში.

სწრაფი ფაქტები საქართველოსაქართველოს საქართველოსოფლის მეურნეობის მინისტრი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
Remove ads

განათლება

  • 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის სისტემების ფაკულტეტი ეკონომიკური-ინფორმატიკის სპეციალობით.
  • 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა საბანკო საქმის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
  • 2005 წელს ქ. ტოკიოს ტოკასიუკუს უნივერსიტეტში გაიარა მოკლე კურსი თემაზე: „საერთაშორისო დახმარების ეფექტიანი გამოყენება“.

სამუშაო გამოცდილება

  • 2002–2003 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში მინისტრის თანაშემწედ.
  • 2003–2004 წლებში — ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის აპარატში სპეციალისტად.
  • 2004–2005 წლებში მუშაობდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
  • 2005–2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონული ეკონომიკის განყოფილებაში.
  • 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის მარტამდე იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2007 წლის 3 მარტიდან 2008 წლის 29 აპრილამდე — მინისტრის პირველი მოადგილედ.
  • 2008 წლის 29 აპრილს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად.
Remove ads

სხვა ცნობები

  • 2009 წელს დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“.
სწრაფი ფაქტები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads