ბაქოს გუბერნია

From Wikipedia, the free encyclopedia

ბაქოს გუბერნია
Remove ads

ბაქოს გუბერნია (რუს. Бакинская губерния, აზერ. Bakı quberniyası; 6 დეკემბერი, 18591920) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ამიერკავკასიაში (შემდგომ — რუსეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლის ნაწილი). ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ბაქო. ფართობი 34,400 ვერსი², მოსახლეობა (1897 წ.) — 789,659 ადამიანი. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა — დაღესტნის ოლქი, დასავლეთით — ელიზავეტპოლის გუბერნია, სამხრეთით — სპარსეთი.

სწრაფი ფაქტები 1859 — 1920 ...
Remove ads

ისტორია

რუსეთის იმპერია

1859 წელს, საგუბერნიო ქალაქ შემახის დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით, 6 (18) დეკემბრის უმაღლესი ბრძანებულებით, შემახის გუბერნიის ადმინისტრაცია და იქ მდებარე ყველა პროვინციული დაწესებულება გადავიდა ბაქოში, რის გამოც ახალ გუბერნიას ბაქოს სახელი ეწოდა[1].

1860 წლის 18 ივლისს უმაღლესი ბრძანებულებით დერბენტის გუბერნიას გამოეყო ყუბის მაზრა და შეუერთდა ბაქოს გუბერნიას[2], ხოლო 1867 წელს ნუხის და შუშის მაზრები გამოეყო და შეუერთდა ელიზავეტპოლის გუბერნიას.

რუსეთის რესპუბლიკა

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა

1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომლის ფარგლებშიც ბაქოს გუბერნია გახდა მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული[3].

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads