ბაცალიგო

From Wikipedia, the free encyclopedia

ბაცალიგო
Remove ads

ბაცალიგოსოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემი[1]), მდინარე ხევსურეთის არაგვისა და მის მარცხენა შენაკად გუდანისჭალის წყალგამყოფის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე, ხევსურეთის არაგვის ზემოთში, მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2160 მ, დუშეთიდან 77 კმ.

სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
Remove ads

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

ბაცალიგო ხალხურ პოეზიაში

სოფელი ბაცალიგო იხსენიება ქართულ ხალხურ პოეზიაში, ე. წ. „თინიბექაის ბალადაში“:

ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს, ქვენ ბაცალიგოს შრებისა,
თინიბექაურთ ციხესა კუთხი მარჯვენა სქდებისა.
თავსა ზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა,
შიგა წევს თინიბექაი, გულსუწადინოდ კვდებისა,
გვერდს უზის ცოლი ლამაზი, სანთელივითა დნებისა.[4]

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads