ბაჰრეინული დინარი

From Wikipedia, the free encyclopedia

ბაჰრეინული დინარი
Remove ads

ბაჰრეინული დინარი — ფულის ერთეული ბაჰრეინის სამეფოში. 1 დინარი = 100 ფილსი. ISO 4217 კოდი — BHD, ასევე გამოიყენება BD.

სწრაფი ფაქტები ბაჰრეინული დინარი دينار بحريني ...

მიმოქცევაში არის ბანკნოტები ნომინალით 0,5, 1, 5, 10 და 20 დინარი, ასევე მონეტები ნომინალით 1, 5, 10, 25, 50 და 100 ფილსი. 1966 წლიდან 1973 წლის ჩათვლით ბაჰრეინული დინარი იყო აბუ-დაბის საემიროს ფულის ერთეული, მისი დირჰამით შეცვლამდე.

Remove ads

ისტორია

1959 წლის 28 აპრილამდე ქვეყანაში მიმოქცევაში იყო ინდური რუპია, სანამ ის არ შეცვალეს სპარსეთის ყურის რუპიით[1].

სპარსეთის ყურის რუპია მიბმული იყო ინდურ რუპიასთან. 1965 წელს როდესაც ინდური რუპია გაუფასურდა, ასევე მსყიდველობითი უნარი დაკარგა სპარსეთის ყურის რუპიამაც, ამის შემდეგ ბაჰრეინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საკუთარი ფულის ერთეულის გამოშვება[2].

ბაჰრეინული დინარი მიმოქცევაში შევიდა 1965 წლის 11 ოქტომბერს. მომდევნო წელს ბაჰრეინული დინარი გახდა აბუ-დაბის საემიროს ფულის ერთეული[3][4].

დინარის კურსი მიბმულია ამერიკულ დოლართან[5][6].

Remove ads

მონეტები

Thumb
ბაჰრეინული ფილსი, შედარებითი ზომები

1965 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტები ნომინალით 1, 5, 10, 25, 50 და 100 ფილსი.

ბანკნოტები

1964 წლიდან 1973 წლის ჩათვლით ბანკნოტებს უშვებს ბაჰრეინის სავალუტო საბჭო, ხოლო 1973 წლიდან - ბაჰრეინის სავალუტო სააგენტო[7]. 2006 წელს სავალუტო სააგენტო გარდაიქმნა ბაჰრეინის ცენტრალურ ბანკად.

ბაჰრეინში მიმოქცევაშია ბანკნოტები ნომინალით 1/2, 1, 5, 10 და 20 დინარი. ბაჰრეინული დინარის არსებობის განმავლობაში მიმოქცევაში იყო ცხრა სახის კუპიურა. რომელთა უმრავლესობა გაფორმებული იყო ისტორიული, შენობებით, ძეგლებით, ორნამენტებით[8].

მთელი ისტორიის განმავლობაში ოთხჯერ შეიცვალა ბანკნოტები.

კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ (ბაჰრეინის საემირო გახდა ბაჰრეინის სამეფო), პირველად გამოვიდა ბანკნოტი მეფის პორტრეტით[9].
1999 წლის სერია
Thumb Thumb 0,5 ბაჰრეინული დინარი

Thumb Thumb 1 ბაჰრეინული დინარი

Thumb Thumb 5 ბაჰრეინული დინარი

Thumb Thumb 10 ბაჰრეინული დინარი

Thumb Thumb 20 ბაჰრეინული დინარი

სქოლიო

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads