ბიკინის ატოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ბიკინის ატოლი (ინგლ. Bikini Atoll) — ატოლი წყნარ ოკეანეში, მიკრონეზიის კუნძულებში. შედის მარშალის კუნძულების რესპუბლიკის შემადგგენლობაში. 2010 წლიდან წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტს.
ბიკინის ატოლის შემადგენლობაში, ყველაზე დიდი კუნულია ბიკინი, რომლის ჩრდილოეთით მდებარე პატარა, 4 კმ-ის სიგრძის კუნძულ აომენზე 1946—1958 წლებში ბირთვული იარაღის ოცზე მეტი ცდა ჩატარდა.
Remove ads
გეოგრაფია

ატოლი მდებარეობს რალიკის ჯაჭვის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ აილინგინაედან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 75 კმ-ში. უახლოესი მატერიკი — ავსტრალია, მდებარეობს 3400 კმ-ში[1].
ატოლს აქვს არასწორი ფორმა, რომელიც გვაგონებს ოვალს. შედგება 23 მომცრო კუნძულისაგან, ანუ მოტუსაგან[2]. ბიკინის ხმელეთის ფართობი შეადგენს 6,01 კმ²-ს, ლაგუნის ფართობია — 594,14 კმ²[3]. ლაგუნის საშუალო სიღრმე შეადგენს 35—55 მეტრს[4].
ატოლი დაფარულია ატოლებისათვის დამახასიათებელი ხშირი მცენარეული საფარით, ძირითადად პიზონიით (ლათ. Pisonia).
ბიკინის ატოლზე კლიმატი ტროპიკულია. ხდება დამანგრეველი ციკლონები[1].
Remove ads
ისტორია

მარშალელების მითოლოგიური წარმოდგენების თანახმად, ატოლი შექმნა ღმერთმა ლოვამ[5].
ბიკინი პირველად ევროპელებმა აღმოაჩინეს 1825 წელს. ეს გააკეთა რუსეთის იმპერიის კაპიტანმა ოტო კოცებუმ, რომელმაც მას რუსი მეცნიერის, იოჰან ეშოლცის პატივსაცემად «ეშოლცის ატოლი» უწოდა[6]. თუმცა ადგილობრივები ატოლს ყოველთბის ბიკინის ეძახდნენ. მარშალულ ენაზე „Pik“ ნიშნავს ტერიტორიას, ხოლო „Ni“ — ქოქოსის კაკალს. 1946 წელს ატოლს ოფიციალურად ეწოდა ბიკინი. შემდგომში ატოლის გვერდით ბევრმა სავაჭრო, ვეშაპდამჭერმა და მისიონერულმა გემმა გაცურა.
1860-იან წლებში მარშალის კუნძულებზე გამოჩნდნენ პირველი გერმანელი კოპრის ვაჭრები, ხოლო 1874 წელს ესპანეთმა ოფიციალურად გამოაცხადა თავისი პრეტენზიები არქიპელაგზე[7]. 1885 წლის 22 ოქტომბერს მარშალის კუნძულები ესპანეთმა მიყიდა გერმანიის იმპერიას, რომელიც არქიპელაგს მართავდა ჯალუითის კომპანიის მეშვეობით. ოფიციალურად გერმანიის პროტექტორატი კუნძულებზე დამყარდა 1886 წლის 13 სექტემბერს[7]. 1906 წლის 1 აპრილიდან არქიპელაგის ყველა კუნძული შევიდა გერმანიის ახალი გვინეის შემადგენლობაში, რომელსაც მართავდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერი. 1914 წელს მარშალის კუნძულები დაიპყრეს იაპონელებმა[7]. 1922 წელს კუნძულები გახდა ერთა ლიგის სამანდატო ტერიტორია იაპონიის მართვის ქვეშ. 1947 წლიდან არქიპელაგი გახდა წყნარი ოკეანის კუნძულების სამანდატო ტერიტორიის ნაწილი აშშ-ის მართვის ქვეშ[7]. 1979 წელს მარშალის კუნძულებმა მიიღო შეზღუდული ავტონომია, ხოლო 1986 წელს აშშ-სთან ხელი მოეწერა შეთანხმებას თავისუფალი ასოციაციის შესახებ, რომლის თანახმადაც აშშ-მა აღიარა მარშალის კუნძულების რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. იმ დღიდან ბიკინი — მარშალის კუნძულების რესპუბლიკის ნაწილია.
Remove ads
ბირთვული გამოცდები
საერთო ჯამში ატოლებზე ბიკინი და ენივეტოკი აშშ-მა 1946 წლიდან 1958 წლამდე პერიოდში მოახდინეს 67 ბირთვული გამოცდა[8].
1946 წლის მარტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა ბირთვული გამოცდების მომზადებასთან დაკავშირებით ევაკუაცია გაუკეთეს რონგერიკის ატოლის 167 მაცხოვრებელს. ორი წლის შემდეგ საკვების ნაკლებობის გამო ისინი ჯერ გადაასახლეს კვაჯალეინის ატოლზე, ხოლო შემდეგ კუნძულ კილიზე.[9]
1946 წლის ივლისში აშშ იყენებდა ატოლს ბირთვული იარაღის ორი გამოცდისათვის ოპერაცია „გზაჯვარედინი"ს ფარგლებში[8]. 1 ივლისს დიდი სიმძლავრის ბომბი ჩამოაგდეს ატოლის ლაგუნაში 73 მოძველებული ტიპის სამხედრო გემებზე; 25 ივლისს იქვე ჩატარდა ატომური მოწყობილობის წყალქვეშა აფეთქება[10].
1954 წლის 1 მარტს ატოლზე წყალბადის ბომბის («კასტლ ბრავო») გამოცდის დროს აფეთქებისაგან სერიოზულად დაშავდა შემთხვევით იქ მყოფი (170 კმ-ში) იაპონიის თევზსაჭერი გემის «ფუკურუ-მარუს» ეკიპაჟი.[8]
1968 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ატოლი უსაფრთხო იყო სიცოცხლისათვის და კუნძულელებს შეეძლოთ მასზე დაბრუნება. მათი ნაწილი დაბრუნდა 1970-იანი წლების განმავლობაში.[9]
ატოლის დაახლოებით 840 მოსახლე გარდაიცვალა კიბოს და სხვა დაავადებებისგან, რომელიც გამოწვეული იყო ამერიკული ბირთვული გამოცდებით[11]. ბიკინის დაახლოებით 7000 ყოფილმა მოსახლემ მოითხოვა, რომ ისინი მიეჩნიათ ამერიკული ბირთვული გამოცდების მსხვერპლად. მაგრამ ოფიციალურად ასეთებად მიიჩნიეს მხოლოდ 1865 ადამიანი, რომელთა დაახლოებით ნახევარი გარდაიცვალა[11]. დაზარალებულებს, რომელთაც აშშ უხდიდა კომპენსაციას საერთო თანხით 83 მილიონი დოლარი[12], გამოეკვეთათ 35 სხვადასხვა დაავადება.
მოსახლეობა
2011 წელს ატოლის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 9 ადამიანი[13] (1973 წელს — 75 ადამიანი, 1980 წელს — 0 ადამიანი, 1988 წელს — 10 ადამიანი, 1999 წელს — 13 ადამიანი)[14]. ბიკინი შეადგენს მარშალის კუნძულების 33 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთს[15]. ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში (მარშ. Nitijela) კუნძულს წარმოადგენს ერთი დეპუტატი[16].
საინტერესო ფაქტები
- ბიკინის ატოლზე ვითარდება მოვლენები იანუშ ვიშნევსკის რომანში ბიკინი.
- ქალების საცურაო კოსტუმის სახელი ბიკინი წარმოიშვა ატოლ ბიკინის სახელიდან, უფრო ზუსტად — 1946 წელს იქ მიმდინარე ბირთვული გამოცდების შემდეგ.
- ბიკინის ატოლზე ვითარდება მოვლენები ანიმაციური სერიალისა «ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი»
- 1946 წლის 22 დეკემბერს სამი ბირთვული გამოცდის შემდეგ გადაყირავდა და ჩაიძირა უკანასკნელი გერმანული მძიმე კრეისერი პრინცი ოიგენი.
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- A Short History of the People of Bikini Atoll
- Department of Energy Marshall Islands Program დაარქივებული 2004-10-16 საიტზე Wayback Machine.
- Annotated bibliography for Bikini Atoll from the Alsos Digital Library for Nuclear Issues დაარქივებული 2006-07-21 საიტზე Wayback Machine.
- Islanders Want The Truth About Bikini Nuclear Test დაარქივებული 2015-03-11 საიტზე Wayback Machine.
- Marshall Islands site
- Entry at Oceandots.com დაარქივებული 2010-12-23 საიტზე Wayback Machine.
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads