ბობი მური
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ბობი მური (ინგლ. Bobby Moore; დ. 12 აპრილი, 1941 — გ. 24 თებერვალი, 1993) — ინგლისელი ფეხბურთელი. კაპიტნობდა „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ 10 წელზე მეტხანს და იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ინგლისმა პირველი და დღემდე ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად, ხოლო პელემ ის საუკეთესო მცველად დაასახელა, ვის წინააღმდეგაც ოდესმე უთამაშია. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 37-ე ადგილზე დასახელდა.[1]
მურმა 108 მატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრებში, რაც რეკორდი იყო მისი საერთაშორისო კარიერის დასრულებისას, 1973 წელს. ეს რეკორდი მოგვიანებით დაამხო მეკარე პიტერ შილტონმა, რომელმაც 124 მატჩი ჩაატარა ნაკრებში. მურის რეკორდი მინდვრის მოთამაშეებს შორის კი, 2009 წელს ერთი მატჩით გააუმჯობესა დეივიდ ბექჰემმა.[2] მაგრამ, განსხვავებით ბექჰემისგან, მურს ყველა ნათამაშები მატჩი შეუცვლელად ჰქონდა ნათამაშები, რაც უნიკალური შედეგი ალბათ კვლავ დიდხანს იქნება.[3]
Remove ads
სანაკრებო სტატისტიკა
მიღწევები
საკლუბო
სანაკრებო
- მსოფლიო ჩემპიონი: 1966
ინდივიდუალური
ლიტერატურა
- ფანჯიკიძე, გურამ (1967). ფეხბურთის სამშობლოში : მსოფლიო პირველობის ჩემპიონატი ინგლისში. თბილისი: ნაკადული.
- კაკაბაძე, მიხეილ (1972). მეხიკო, მეხიკო : ნარკვევი ფეხბურთში მექსიკის IX მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ. თბილისი: საბჭ. საქართველო.
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- ფანჯიკიძე, გურამ (1970). ფეხბურთის სამშობლოში : სპორტული ნარკვევი. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბობი მური“ ვიკისაწყობში.
- ბობი მური — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- ბობი მურის მემორიალური საიტი
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads