ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება (ინგლ. Eternal Sunshine of the Spotless Mind) — 2004 წლის რომანტიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მხატვრული ფილმი. მისი ორი მთავარი გმირი საკუთარი მეხსიერების წაშლას ცდილობს. ფილმის სახელი ალექსანდერ პოუპის ლექსიდანაა ნასესხები. ფილმის რეჟისორია მიშელ გონდრი. მთავარ როლებს ასრულებენ ჯიმ კერი და კეიტ უინსლეტი.
Remove ads
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ჯოელ ბარიში გაიგებს, რომ კლემენტინამ ჩაიტარა ექსპერიმენტული პროცედურა, რომლითაც ტვინიდან წაშალა მეხსიერება მათი რომანის შესახებ. პროცედურა დოქტორმა მირცვიაკმა ჩაატარა. მეხსიერების აღდგენა შეუძლებელია. ჯოელმა გადაწყვეეტს, თავადაც იგივე პროცედურა ჩაიტაროს. ოპერაციას დოქტორის ტექნიკოსები, სტენი და პატრიკი ატარებენ. ოპერაციის მიმდინარეობისას ჯოელის სიზმრებში კლემენტინა ქრება და ჯოელს ტექნიკოსების ხმები ესმის. ჯოელის გონება ცდილობს შეინარჩუნოს მეხსიერება კლემენტინას შესახებ. ჯოელი მის შესახებ მეხსიერებისს საკუთარ ბავშვობაში დამალვას ცდილობს. ის იხსენებს მათი შეხვედრის პირველ დღეს. ჯოელ ბარიში და კლემენტინა ერთმანეთს ხელახლა მატარებელში შეხვდებიან.
Remove ads
როლებში
- ჯიმ კერი — ჯოელ ბარიში
- კეიტ უინსლეტი — კლემენტინა კრუჩინსკი
- კირსტენ დანსტი — მერი სვევო
- მარკ რუფალო — სტენ ფინკი
- ელაიჯა ვუდი — პატრიკი
- ტომ უილკინსონი — დოქტორი მირცვიაკი
ჯილდოები
გამარჯვება
- ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის: მიშელ გონდრი, ჩარლი კაუფმანი, პიტერ ბისმუთი
- BAFTA საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის: ჩარლი კაუფმანი
- BAFTA საუკეთესო მონტაჟისთვის: ვალდის ოსკარდოტირი
ნომინაცია
- ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის: კეიტ უინსლეტი
რესურსები ინტერნეტში
- „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“ — Allmovie-ზე
- „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“ — Rotten Tomatoes
- „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“ — Box Office Mojo-ზე
- ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება დაარქივებული 2013-03-26 საიტზე Wayback Machine. როჯერ ებერტის მიმოხილვა (ინგლისური)
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads