გიორგი სიჭინავა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
გიორგი სიჭინავა (დ. 15 სექტემბერი, 1944, გაგრა, საქართველოს სსრ ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966). 2014 წელს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება.[1]
Remove ads
საკლუბო კარიერა
თამაშობდა გაგრის „ტორპედოში“ (1959), თბილისის „დინამოსა“ (1960–1969) და რუსთავის „მეტალურგში“ (1971–1972). საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ითამაშა 162 მატჩი (8 გოლი). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964) და ორგზის მესამე პრიზიორი (1962, 1967). იყო გაგრის საფეხბურთო სკოლის დირექტორი (1982–1991).
სანაკრებო კარიერა
სიჭინავას დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1964 წლის 22 ნოემბერს იუგოსლავიის წინააღმდეგ. მან იასპარეზა 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, სადაც სსრკ ნახევარფინალში გავიდა.
საინტერესო ფაქტები
1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[2][3][4][5]
ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[6][7][კომ. 1][8]
1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე გიორგი სიჭინავა 451 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[9][10]
1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის გიორგი სიჭინავა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[11]
მიღწევები

საკლუბო
ეროვნული ჩემპიონატები
სანაკრებო
- მეოთხე ადგილი: 1966
ინდივიდუალური
- 33 საუკეთესო
- №2: 1964
- №3: 1961, 1962, 1966
ბიბლიოგრაფია
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი 1967 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია, 1967.
- ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
- ფანჯიკიძე, გურამ, ფეხბურთის სამშობლოში : მსოფლიო პირველობის ჩემპიონატი ინგლისში, თბ.: ნაკადული, 1967.
- ფანჯიკიძე, გურამ, ფეხბურთის სამშობლოში : სპორტული ნარკვევი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1970.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
69 · 70 · 71 · 72 · 73 · 74 · 75 · 76 · 77 |
EU-Football.info · FBref.com · FootballFacts.ru · Dinamo-Tbilisi.ru · National Football Teams.com · Transfermarkt · Rusteam.Permian.ru |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
ინტერვიუ ვეტერანთან: გიორგი სიჭინავა |
Remove ads
კომენტარები
- საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads