გიორგი ჭილაია
ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
გიორგი ჭილაია (დ. 26 ივნისი, 1957, სტალინირი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას. ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981).

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — გიორგი ჭილაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[2]
Remove ads
საკლუბო კარიერა
გიორგი ჭილაიამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 6 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 3 მატჩი — ევროპის ჩემპიონთა თასის და 3 მატჩიც თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში.
რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოს“, მის შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 77 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 ბურთი გაიტანა.
Remove ads
ევროთასებზე
ქვემოთ წარმოდგენილია ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ოფიციალური ტურნირების ფარგლებში გიორგი ჭილაიას მონაწილეობით გამართული მატჩების სტატისტიკური მონაცემები.
Remove ads
მიღწევები
საკლუბო
- თასის მფლობელი: 1981
სანაკრებო
- ვიცე-ჩემპიონი: 1979 [9]
ლიტერატურა
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). ფეხბურთი — 81 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1980). ფეხბურთი — 80 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979). ფეხბურთი — 79 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- თედორაძე, ზ. (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- მოსაშვილი, მინდია (1982). მარადიული დღესასწაული. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მ. (1979). თბილისის დინამო 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- ფანჯიკიძე, გურამ (1981). დინამო, დინამო, დინამო!. თბ.: საბჭ. საქართველო.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
Dinamo-Tbilisi.ru · Footballfacts.ru · Transfermarkt · КЛИСФ |
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads