გიორგი ჯიბლაძე

ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი და ესთეტიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

გიორგი ჯიბლაძე (დ. 27 აპრილი, 1913, ქუთაისი — გ. 23 სექტემბერი, 1989, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი და ესთეტიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), სსრ კავშირის პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-დამფუძნებელი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

სწრაფი ფაქტები გიორგი ჯიბლაძე, დაბ. თარიღი ...
Remove ads

ბიოგრაფია

დაიბადა 1913 წლის 27 აპრილს ქალაქ ქუთაისში. მამა — ნიკოლოზი იყო ქართული ავიაციის ერთ-ერთი ვეტერანი, დედა — ივლიტა კიკალეიშვილი, პროფესიით ექთანი 1919 წელს გარდაიცვალა.

1930 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველი ათწლედი. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს კრიტიკული ეტიუდების სერია. 1932 წლიდან მუშაობდა „ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქციაში, რომელსაც იმ პერიოდში კანდიდ ჩარკვიანი რედაქტორობდა.

საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987). გარდაიცვალა 1989 წელს ქალაქ თბილისში.

Remove ads

ჯილდოები

ლიტერატურა

  • ი. ბოცვაძე, ა. ჩხარტიშვილი, გიორგი ჯიბლაძე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1973;
  • ტ. სარიშვილი, სახელგანთქმული მეცნიერი, დიდი მოღვაწე, ალაზნის განთიადი. - თელავი, 1973;

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads