გიორგი III (იმერეთის მეფე)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
გიორგი III (გ. 1639) — იმერეთის მეფე 1604-1639 წლებში, კონსტანტინე ბატონიშვილის ძე.
მძიმე ბრძოლა უხდებოდა ოდიშის ძლიერი მთავრის ლევან II დადიანის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც დადიანის მხარეზე გადავიდა გიორგი III-ის მიერ შერისხული თავადი პაატა წულუკიძე. 1623 გოჭოურის ბრძოლაში (ქუთაისის მახლობლად) დადიანმა დაამარცხა გიორგი III. დადიანის წინააღმდეგ დაუახლოვდა გიორგი სააკაძეს, რომელსაც 1626 ბაზალეთის ბრძოლაში ზემო იმერეთის ლაშქარი მიაშველა, შემდეგში დაუმოყვრდა თეიმურაზ I-ს. 1629 მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრემ, ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის ასული დარეჯანი (ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი). მაგრამ ლევან დადიანი ამის შემდეგაც სისტემატურად არბევდა იმერეთის სამეფოს. გიორგი III-ის დროს იმერეთში ფართო ხასიათი მიიღო ადამიანებით ვაჭრობამ (ტყვის სყიდვა). შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად 1619-1621 გიორგი III-მ სცადა რუსეთის მეფის მფარველობა მოეპოვებინა. მაგრამ ამ ცდას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.
Remove ads
ლიტერატურა
- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 160.
- სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 19.
წინამორბედი: როსტომი |
იმერეთის მეფე 1604 - 1639 |
შემდეგი: ალექსანდრე III |
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads