გომეწარი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
გომეწარი — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მაღაროულას (ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, დუშეთიდან 41 კილომეტრში. ისტორიულად წარმოადგენდა თუშეთის ერთ-ერთ თემს.[2]
Remove ads
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 68 ადამიანი.
ღირსშესანიშნაობები
სოფლის შუაში, მდინარის მარცხენა მხარეს, მთის კალთის მცირე შევაკებაზე, დგას XVIII საუკუნის მიწურულს აგებული ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. სოფელთან ახლოს, საყდართგორად წოდებულ ადგილზე მდებარეობს VIII–IX საუკუნეების პატარა დარბაზული ეკლესია. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია შუა საუკუნეების ნასახლარის ნაშთები.
გომეწარსა და გომეწრის ხეობაზე გადიოდა თიანეთისა და მთიულეთ-გუდამაყრის დამაკავშირებელი გზა. ხეობის თავში შემორჩენილია ადრინდელი შუა საუკუნეების დროინდელი ციხეები: ყელყვითელას ციხე, რომელიც თიანეთიდან და მთიულეთ-გუდამაყრიდან გადმომავალ გზას იცავდა, და სიმაგრეულას ციხე, რომელიც დარაჯობდა ხორხის ხეობიდან მომავალ გზას. ყელყვითელას ციხეზე 1944 წელს ნაპოვნია ქვაზე ამოკვეთილი X საუკუნის იურიდიული დოკუმენტი.
Remove ads
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 214.
- გ. ბაგრატიონი . მ. ბალიაური. ჯ. გვასალია, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 92.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads