გრინვიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
გრინვიჩი (ინგლ. Greenwich) — ლონდონის საზღვაო ჭიშკარი. ქალაქის ისტორიული გარეუბანი, ამჟამად ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი ერთეული ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ტემზის მარჯვენა სანაპიროზე. გრინვიჩი ითვლება ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონად[1].
გრინვიჩი ცნობილია იმით, რომ აქ გადის ნულოვანი მერიდიანი, რომელიც ისტორიულად უკავშირდება გრინვიჩის ობსერვატორიას.
ტოპონიმი Grenewic ან Grenevic საქსონიური წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით იკითხება, როგორც the green village ან the village on the green და ნიშნავს „მწვანე სოფელს“[2].
1997 წელს გრინვიჩის სანაპირო ხაზი, ჰოსპიტალთან, პარკთან და კუინზ-ჰაუსთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[3].
Remove ads
ღირსშესანიშნაობები
- გრინვიჩის ობსერვატორია — დააარსა ჩარლზ II-მ 1674 წელს.
- გრინვიჩის ჰოსპიტალი — აგებულია 1694-1705 წლებში.
- იური გაგარინის ძეგლი — გაიხსნა 2013 წელს[4].
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads