გურამ ცხოვრებოვი

From Wikipedia, the free encyclopedia

გურამ ცხოვრებოვი
Remove ads

გურამ ცხოვრებოვი (დ. 14 ივლისი, 1938, ცხინვალი, საქართველოს სსრ — გ. 1998, ცხინვალი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოს“ (1957, 1964–1970), ქუთაისის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში — 208 (6 გოლი). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964), მესამე პრიზიორი (1967) და თასის გათამაშების ფინალისტი (1970). იყო ცხინვალის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი (1973–1974). საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1960).[1]

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[2][3][4][5]

1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის გურამ ცხოვრებოვი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[6]

გარდაიცვალა 1998 წელს. დაკრძალულია სოფელ ტბეთში.

Remove ads

სანაკრებო კარიერა

ცხოვრებოვის დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1967 წლის 28 ივლისს, 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. ასევე იასპარეზა 1968 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, სადაც სსრ კავშირის ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

მიღწევები

საკლუბო

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1967
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1970 [7][8]

ლიტერატურა

  • აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989.  გვ. 108. 158 გვ.

ბიბლიოგრაფია

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads