დავიდ ბენ-გურიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
დავიდ ბენ-გურიონი (დავიდ გრინი) (ებრ. דָּוִד בֶּן-גּוּרִיּוֹן; დ. 16 ოქტომბერი, 1886, პლონსკი, პოლონეთი — გ. 1 დეკემბერი, 1973, თელ-ავივი, ისრაელი) — თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებელი. სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ისრაელის პირველი და მესამე პრემიერ-მინისტრი.
Remove ads
ბიოგრაფია
დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1906 წელს პალესტინაში გაემგზავრა, სადაც ებრაელთა თავდაცვის ორგანიზაცია „ჰაშომერის“ დაარსებაში მიიღო მონაწილეობა. 1910 წელს ებრაული ყოველკვირეული ჟურნალის „ჰააჰდუთ“ (ერთობა) რედაქტორი გახდა. პირველი მსოფლიო ომის წლებში ებრაული ლეგიონის ფორმირებაში მიიღო მონაწილება პალესტინის განთავისუფლებისთვის. 1920 წელს ებრაელ მშრომელთა საყოველთაო ფედერაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა. 1935 წელს ებრაული სააგენტოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 1940 წელს აირჩიეს ისრაელის მუშათა პარტიის ლიდერად.
1948-1953 და [[1955]-1963 წლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრია. მისი ხელმძღვანელობით მოგებულ იქნა დამოუკიდებლობის ომი (1948-1949) და სინაის კამპანია (1956). 1965 წელს დააარსა ოპოზიციური პარტია „რაფი“. 1970 წელს კნესეტიდან წავიდა და პოლიტიკას თავი დაანება.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დავიდ ბენ-გურიონი“ ვიკისაწყობში.
- Special Report David Ben-Gurion BBC News
- "David Ben-Gurion (1886–1973)" დაარქივებული 2006-10-01 საიტზე Wayback Machine. Jewish Agency for Israel
- David Ben-Gurion's Personal Correspondence and Historical Documents დაარქივებული 2012-01-18 საიტზე Wayback Machine. Shapell Manuscript Foundation
- Annotated bibliography for David Ben-Gurion from the Alsos Digital Library for Nuclear Issues დაარქივებული 2010-05-05 საიტზე Wayback Machine.
- March 2011 Ben-Gurion and Tewfik Toubi Finally Meet (28 October 1966) დაარქივებული 19 January 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads