დავითი

ისრაელის მეფე, ბიბლიური პერსონაჟი From Wikipedia, the free encyclopedia

დავითი
Remove ads

დავითი, დავით წინასწარმეტყველი, დავით მეფსალმუნე (ებრ. דָּוִד; დ. დაახ. ძვ. წ. 1035, ბეთლემი — გ. ძვ. წ. 965, იერუსალიმი) — ისრაელის სამეფოს მეორე მეფე, იესეი ბეთლემელის უმცროსი ვაჟი.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავითი (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები დავითი, გაერთიანებული ისრაელის სამეფოს მე-2 მეფე ...

მეფობდა 40 წელს (დაახ. ძვ. წ. 1005—965): შვიდი წელი და ექვსი თვე იყო იუდეის მეფე, დანარჩენი 33 წელი ისრაელის მეფე. ის არის მმართველის იდეალური განსახიერება. წმინდა წერილების მიხედვით მესია სწორედ დავით წინასწარმეტყველის შთამომავალია.

ბიბლიის მიხედვით დავითი იყო მწყემსი. ღმერთმა ნახა მისი სიკეთე, ამიტომ მოაშორა საული სამეფოს და ტახტზე დავით წინასწარმეტყველი აიყვანა.

დავითი აბრაამისეული რელიგიების ერთ-ერთი მთავარი წმინდანია. ის გვხვდება იუდეველთა, ქრისტიანთა და მუსულმანთა ტრადიციებში. ყურანში ის დაუთის სახელითაა მოხსენიებული.

Remove ads

ხსენების დღე

დავით წინასწარმეტყველი იუდაიზმში, ქრისტიანობაში და მუსულმანობაში აღიარებულია წმინდანად. მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი ხსენების დღე გარდამავალ დღესასწაულთა რიცხვს განეკუთვნება და უწევს შობის შემდეგი კვირა დღე (თუ შობის დღესასწაული კვირა დღეა, მაშინ იდღესასწაულება მომდევნო კვირა დღეს).

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads