დაღესტანი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
დაღესტანი, ოფიციალურად დაღესტნის რესპუბლიკა (რუს. Респу́блика Дагеста́н) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში.[3]


1-შერეული, 2-ხუნძები, ანდიურ-დიდოური (ცეზური) ხალხები და არჩიბელები, 3-დარგუელები, ხაიდაყელები და ყუბაჩელები, 4-ლეზგები, 5-ლაკები, 6-თაბასარანელები, 7-აღულები, 8-რუთულელები, 9-წახები, 10-ყუმუხები, 11-ნოღაელები, 12-აზერბაიჯანელები, 13-რუსები
დედაქალაქი — ქალაქი მაჰაჩყალა.
ძირითადი ტერიტორია ესაზღვრება სამხრეთით აზერბაიჯანს, სამხრეთ-დასავლეთით — საქართველოს, აგრეთვე დასავლეთით — ჩეჩნეთს, ჩრდილო-დასავლეთით — სტავროპოლის მხარეს და ჩრდილოეთით — ყალმუხეთის რესპუბლიკას.
შეიქმნა 1921 წლის 20 იანვარს.
რუსეთის უდიდესი რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც მოსახლეობის, ისე ტერიტორიის მხრივ.
Remove ads
ეტიმოლოგია
სიტყვა „დაღესტანი“, ან „დაღსტანი“ ნიშნავს „მთების ქვეყანას“, მომდინარეობს თურქული სიტყვისგან dağ („დაღ“), რაც ნიშნავს მთას და სპარსული სუფიქსის მნიშვნელობიდან — „ქვეყანა“. სპარსულად და არაბულად მისი სახელია داغستان („დაღსთან“).
- ხუნძურად — Дагъистаналъул Республика
- დარგუულად — Дагъистанес Республика
- ლეზგურად — Дагъустандин Республика
- ლაკურად — Дагъустаннал Республика
- თაბასარანულად — Дагъустан Республика
Remove ads
გეოგრაფია
რესპუბლიკა მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიის მთებში. რესპუბლიკა მდებარეობს რუსეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში და აღმოსავლეთით ესაზღვრება კასპიის ზღვა. რესპუბლიკის ფართობია 50 300 კმ2. რესპუბლიკას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი, დასავლეთით – ჩეჩნეთი, ჩრდილო-დასავლეთით – სტავროპოლის მხარე. დაღესტანს სამხრეთით აზერბაიჯანი ესაზღვრება, სამხრეთ-დასავლეთით კი – საქართველო. ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილია მთა ბაზარდუზუ, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის საზღვარზე. რესპუბლიკაში სულ 1800 მდინარეა, მათგან გამორჩეულებია: სულაკი, სამური და თერგი.
ბუნებრივი რესურსები
დაღესტანი მდიდარია ნავთობით, ბუნებრივი აირით, წიაღისეული ნახშირით და სხვა მინერალებით.[4]
Remove ads
კლიმატი
დაღესტანში იანვრის თვეში საშუალო ტემპერატურაა +2 °C. ივლისში საშუალო ტემპერატურაა +26 °C.
პოლიტიკა

დაღესტანის სახალხსო ასამბლეაში შედის 72 დეპუტატი, რომლებსაც ირჩევს ხალხი ოთხი წლის ვადით. ასამბლეა არის ქვეყნის მმართველი ორგანო.
მოსახლეობა
Remove ads
ლიტერატურა
- ხუციშვილი ნ., დაღესტანი, „კავკასიური სახლი“, თბილისი, 2002
- Народы Дагестана, Издательство Академии Наук СССР, Москва, 1995
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads