დედოფლისწყარო

ქალაქი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia

დედოფლისწყარო
Remove ads

დედოფლისწყარო[3] (1926-1991 წლებში — წითელწყარო,[4] მანამდე ცარსკიე კოლოდცი) — ქალაქი (1963 წლიდან) აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე, თბილისი-დედოფლისწყაროს სარკინიგზო ხაზის საბოლოო პუნქტი. თბილისიდან რკინიგზით 144 კმილომეტრითაა დაშორებული.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...

დედოფლისწაროში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,1 °C, იანვარში – 1,5 °C, ივლისში 21,7 °C; აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა -26 °C, აბსოლუტურ მაქსიმალური 35 °C. ნალექები 650 მმ წელიწადში.

ქალაქში არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის საწარმოები, ჯანდაცვის, სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, კულტურის დაწესებულებები: სახელოვნებო სკოლა, ცენტრალური ბიბლიოთეკა, სპორტის განვითარების ცენტრი, სპორტული კლუბი — „ჩემპიონი“, კულტურისა და დასვენების პარკი, ნ. ფიროსმანის სახელობის სკვერი, სადაც 1982 წელს დაიდგა მხატვრის ძეგლი (მოქანდაკე კ. ბაკურაძე და გ. ქაჯაია, არქიტექტორი ვ. მჭედლიშვილი); მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1975 წელს. იგი განთავსებულია XIX საუკუნეში აგებულ შენობაში. მუზეუმში დაცულია 12000-მდე ექსპონატი, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები: ეთნოგრაფიული მასალა, სკულპტუტული და გრაფიკული ნაწარმოებები, პლაკატები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები, XX საუკუნის ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები.

1985 წელს ქალაქის შემოსასვლელში აიგო სკულპტუტულ-არქიტექტურული კომპოზიცია, რომელიც მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას (მოქანდაკე გ. ქურდიანი, არქტიტექტორი ა. ლომიძე). 1995 წელს გაიხსნა მემორიალი „ჯვარცმული საქართველო“ — 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად (მოქანდაკე ჟ. კილაძე, თ. კიკნაძე, არქიტექტორი ვ. მჭედლიშვილი).

2005 წელს ქალაქში აიგო ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი.

Remove ads

ისტორია

„დედოფლის წყარო“ ცნობილია XI საუკუნიდან, როდესაც საქართველოს მეფემ დავით აღმაშენებელმა აქ სამხედრო პოსტი განათავსა. ლეგენდა ამ ადგილის სახელწოდებას თამარ მეფის (1184-1207) სახელს უკავშირებს. ლეგენდის თანახმად, თამარის მოლაშქრეებმა აღმოაჩინეს სასმელი წყალი, რომლითაც დღესაც სარგებლობს ქალაქის მოსახლეობა.

1803 წლიდან დედოფლისწყარო, ყარაღაჯთან ერთად, რუსეთის ჯარის კავალერიის დივიზიის შტაბ-ბინა — სამხედრო სადგომი იყო. რუსებმა მას სახელწოდება შეუცვალეს და „ცარსკიე კოლოდცი“ (რუს. Царские Колодцы) უწოდეს. პირვანდელი სახელწოდება — დედოფლისწყარო ქალაქმა 1991 წელს აღიდგინა.[5] აქ XIX საუკუნიდან მოიპოვებდნენ ნავთობს. გერმანელმა სწავლულმა, ბუნებისმეტყველმა ედუარდ აისვალდმა ყურადღება მიაქცია მიწის ზედაპირზე (შირაქის ველის მიმდებარე გორაკები, მდინარე ივრისა და მირზაანის ტბის ნაპირები) გამოჟონილ შავ ლაქებს. 1865 წელს კავკასიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გერმანელი ძმების ვერნერ, ვალტერ და ოტო სიმენსების ფირმასთან — „სიმენსთან“ თორმეტწლიანი კონცესია დადო შირაქის, ელდარისა და მირზაანის ნავთობის საბადოების დამუშავებაზე, რომელიც 1870-იანი წლების შუა პერიოდამდე მოქმედებდა.[6] დასკვნა მეფისნაცვლის არყოფნის გამო, მის შემცვლელთან გენერალ-ადიუტანთან გრიგოლ ორბელიანთან იყო შეთანხმებული. სიმენსებმა ნავთობის პირველი ჭაბურღილები უფრო ადრე დადგეს დედოფლისწყაროში, ვიდრე ბაქოში და აქვე, პირველად რუსეთის იმპერიაში, ააგეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ნავთობის ნარჩენებისაგან ამზადებდნენ ასფალტსაც. დედოფლისწყაროს ნავთობის მარაგზე ყურადღებას ამახვილებდა ილია ჭავჭავაძეც.

Remove ads

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 5940 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

ღირსშესანიშნაობები

დედოფლისწყაროდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი, რომელიც წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როდესაც აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. იგი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ციხე-ქალაქს წარმოადგენს. თვითონ ციხის მთავარი ციტადელი მიუვალ კლდეზეა გაშენებული, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.[8]

ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს არაერთი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი[9]:

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads