დევიდ შვიმერი

From Wikipedia, the free encyclopedia

დევიდ შვიმერი
Remove ads

დევიდ ლორენს შვიმერი[1] (ინგლ. David Lawrence Schwimmer; დ. 2 ნოემბერი, 1966[2], კუინზი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ტელესერიალში „მეგობრები“ შესრულებულმა როს გელერის როლმა, რომლისთვისაც იგი ნომინირებული იყო ემისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებზე.

სწრაფი ფაქტები დევიდ შვიმერი, დაბადების თარიღი ...
Remove ads

ადრეული ცხოვრება

დევიდ შვიმერი დაიბადა 1966 წლის 2 ნოემბერს კუინზის რაიონში, ქალაქ ნიუ-იორკში[3]. მისი მშობლები არიან ადვოკატები, ართურ შვიმერი და არლენ კოლემანი[4]. მისი ორივე მშობელი წარმოშობით ებრაელია[5]. მას ერთი უფროსი და ჰყავს, სახელად ელი (დ. 1965)[2]. მალევე მისი ოჯახი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, სადაც შვიმერი პირველად დაინტერესა სამსახიობო კარიერით. 10 წლის ასაკში სკოლის სპექტაკლში თამაშობდა „კონკიას“ ებრაულ ვერსიაში[2]. 1979 წლიდან მსახიობ იან მაკ-კელენის ხელშეწყობით შვიმერი შექსპირის პიესებზე დაყრდნობით დადგმულ წარმოდგენებში იღებს მონაწილეობას[6].

ვინაიდან დედამისი განქორწინების წარმატებული ადვოკატი იყო, შვიმერი ბევერლი-ჰილზის ერთობ პრესტიჟულ სკოლაში დადიოდა[6], რომლის დასრულების შემდეგაც დევიდი ჩიკაგოში გადადის და ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას[6].

Remove ads

კარიერა

შვიმერის სამსახიობო კარიერა 1982 წლიდან იწყება. მისი დებიუტი შედგა ტელესერიალში „პოლიციის გუნდი“, სადაც იგი ერთ-ერთი პაციენტის ეპიზოდურ როლს ასრულებდა. შვიდწლიანი პაუზის შემდეგ იგი 1989 წელს კიდევ ერთ ტელესერიალში „სამარისებური სიჩუმე“ გამოჩნდა რობ კუჩიოს როლით[7]. 1991-92 წლებში იგი სერიალში „ოცნების წლები“ ასრულებდა მაიკლის როლს.

Thumb
შვიმერი 2005 წელს „მადაგასკარის“ პრემიერაზე ლონდონში

უკვე 1994 წელს შვიმერი ტელესერიალში „მეგობრები“ დაამტკიცეს ექვსი მთავარი როლიდან ერთ-ერთის, როს გელერის როლზე. იგი აქ თამაშობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან: კორტნი კოქსტი, მეთიუ პერი, ლიზა კუდროუ, ჯენიფერ ენისტონი, მეტ ლებლანკი, ბრედ პიტი და ა.შ. როსის როლი მისთვის განსაკუთრებული წარმატებისა და პოპულარობის მომტანი აღმოჩნდა, რამეთუ ამ როლისათვის იგი 21 სამსახიობო ჯილდოზე იყო ნომინირებული, მათ შორის ემისა[8] და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებზეც. სერიალში იგი ბოლომდე, ანუ 2004 წლამდე მონაწილეობდა.

2005 წელს მან ანიმაციურ ფილმში „მადაგასკარი“ გაახმოვანა მელმანი[9]. უკვე 2006 წელს ჩარლის როლი შეასრულა ფილმში „დიდი არაფერი“. 2008 წელს ფილმში „არაფერი სიმართლის გარდა“ შეასრულა რეი არმსტრონგის როლი და იმავე წელს გაახმოვანა მელმანი ანიმაციურ ფილმში „მადაგასკარი2“, რასაც 2012 წელს მოჰყვა „მადაგასკარი3“-ის გახმოვანებაც.

2016 წელს ტელესერიალში „ამერიკული კრიმინალური ისტორია“ შეასრულა რობერტ კარდაშიანის როლი. 2018-19 წლებში კი ტელესერიალში „უილი და გრეისი“ ასრულებდა ნოა ბროდერის როლს. 2020 წელს სერიალში „ინტელიგენტი“ მიიღო ჯერი ბერშტაინის როლი.

Remove ads

პირადი ცხოვრება

2007 წლიდან შვიმერს ურთიერთობა ჰქონდა ბრიტანელ მხატვარ ზოი ბაკმენთან[10], რომელზეც იგი 2010 წლის ივნისში დაქორწინდა[11][12][13]. 2011 წელს დაიბადა მათი ერთადერთი ქალიშვილიც, კლეო[14]. 2017 წლის აპრილში წყვილმა გამოაცხადა, რომ ისინი „გარკვეული დროით დაშორდნენ“[10]. იმავე წელს ისინი განქორწინდნენ[15].

2006 წელს შვიმერმა აარონ ტონკენის წინააღმდეგ სასამართლოში 400,000 აშშ დოლარი მოიგო. შვიმერმა მას ცილისწამების გამო უჩივლა. ტონკენი აცხადებდა, რომ საქველმოქმედო საღამოზე მისასვლელად შვიმერმა Rolex-ის საათები მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ეს ბრალდება უარყო[16].

შვიმერი სანტა-მონიკაში არის გაუპატიურების შემდგომი სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი, რომელიც ძირითადად გაუპატიურებული ქალებისა და ბავშვების დახმარებაზეა ორიენტირებული[17]. 2011 წელს იგი ასევე თანამშრომლობდა შოტლანდიურ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, რომელთან ერთადაც გადაიღო ფილმი, სადაც მოთხრობილი იყო ბავშვთა მიმართ ძალადობაზე თანამედროვე მსოფლიოში და მისი აღმოფხვრისა და პრევენციის გზებზე.

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads