დიმიტრი სანაკოევი
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
დიმიტრი სანაკოევი (დ. 10 მაისი, 1969, ცხინვალი, საქართველოს სსრ) — სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2006-2022 წლებში[1].[2][3]
Remove ads
ბიოგრაფია
დაიბადა 1969 წლის 10 მაისს ქალაქ ცხინვალში. 1993 წელს დაამთავრა ა. თიბილოვის სახელობის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1987-1989 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის შეიარაღებულ ძალებში ლიტვის სსრ-ში. 1993-1996 წლებში იყო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს საფინანსო განყოფილების უფროსი. 1996 წელს იყო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1996-1998 წლებში იყო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი. 1998-2001 წლებში იყო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი. 2001 წლის 16 ივლისიდან - 24 დეკემბრამდე იყო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრი. 2001-2006 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით. 2006 წლიდან - დღემდე არის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads